არგონავტი
იერსახე

არგონავტი (Argonauta argo) — თავფეხიანების ერთ-ერთი სახეობა. გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვაში. დედალი მამალზე ბევრად დიდია, აქვს ცრუ ნიჟარა, რომელიც მამალს არ გააჩნია. ნიჟარა წარმოიქმნება ლაპოტების მიერ გამოყოფილი განსაკუთრებული ნივთიერებისაგან. მასში არგონავტი ინახავს კვერცხებს ნაშიერების გამოჩეკამდე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 557.