არგენტინული როკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არგენტინული როკი (ესპ. Rock Nacional) იქმნება არგენტინული როკ-ჯგუფების ან მუსიკოსების მიერ, ესპანურ ენაზე. დაახლოებით ნახევარი საუკუნის განმავლობაში იგი გახდა ერთ-ერთი წამყვანი პოპულარული ჟანრი და ითვლება არგენტინის პოპულარული მუსიკის ტრადიციის ნაწილად არგენტინული ტანგოსა და არგენტინული ფოლკ-მუსიკის გვერდით.

მომენტი, როდესაც არგენტინულმა როკმა დაიწყო განვითარება ცალკე ჟანრად, შუა 1960-იან წლებშია. ამ დროს რამდენიმე ავტოფარეხის ჯგუფმა და მუსიკოსმა დაიწყო სიმღერებისა და ტექსტების წერა, რომელიც უკავშირდებოდა ადგილობრივ სოციალურ და მუსიკალურ თემებს. თავად როკ-ენ-როლი არგენტინაში თითქმის ერთი დეკადით ადრე განვითარდა. ამ პერიოდში, არგენტინული როკის ჩამოყალიბებამდე, ადგილობრივი ჯგუფები ამუშავებდნენ ინგლისურენოვან როკ-ენ-როლის ჰიტებს. შემდეგ არგენტინულმა როკმა დაიწყო უწყვეტი განვითარება 1970-იანების განმავლობაში, ხოლო 1980-იანებში უკვე საერთაშორისო ჟანრი გახდა. დღეს იგი განიხილება როგორც ესპანურ ენოვანი როკის ყველაზე ნაყოფიერი და წარმატებული ფორმა და როკ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არა ინგლისურ ენოვანი ფორმა მსოფლიოში. თავად არგენტინაში ეს ჟანრი ცნობილია როგორც Rock Nacional (/rok.nasjo'nal/), რაც ნიშნავს „ეროვნულ როკს“ (მაგრამ არა პოლიტიკური გაგებით, არამედ როგორც ადგილობრივი მოძრაობა).

არგენტინული როკის თითქმის უნიკალური შტრიხია მისი უკომპრომისო პოზიცია სიმღერების მხოლოდ ესპანურად შესრულების მიმართ. როკ-მუსიკა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მრავალ ენაზე იქმნება, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, მათ აქვთ შემოქმედებითი საერთო ინგლისურთან. არგენტინული როკი იყო როკის ერთ-ერთი პირველი არა ინგლისური ფორმა, რომელიც კომერციულად წარმატებული იყო მისი საკუთარი ერის გარეთაც. დღეისათვის იშვიათია ისეთი არგენტინული ჯგუფი, რომელიც ესპანურად არ მღერის, როგორც ეს ხდება სხვა ერებსა და ქვეყნებში, ესპანეთისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყნის ჩათვლით. დღეს არგენტინული როკი არის ფართო ტერმინი, რომელიც მოიცავს როკ-მუსიკის მრავალ ჟანრს და ქვე-კულტურას არგენტინის შიგნით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]