არგენტინული დოგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არგენტინული დოგი
წარმოშობის ქვეყანა არგენტინა
თვისებები
წონა 36-45 კგ.
სიმაღლე 61-69 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
10-11 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

არგენტინული დოგი (ესპ. Dogo argentino) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია არგენტინაში 1920-იან წლებში.

არგენტინული დოგი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ჯიშებს შორის, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში მიიღეს. ეს ძაღლი არის იმ პროგრამის შედეგი, რომელიც 1920 წელს არგენტინელმა ანტონიო მარტინესმა დააფუძნა და რომლის მიზანი იყო პუმაზე და იაგუარზე მონადირე ძაღლის მიღება. არგენტინული დოგის მისაღებად გამოიყენეს ესპანური მებრძოლი ძაღლის ძველი ტიპი, ესპანური მასტიფი, დოგი, ძველი სტილის ბულტერიერი, ბულდოგი და ბოქსიორი და მიიღეს უშიშარი, გამძლე, ღია ბალნის მქონე მონადირე. ამ ჯიშმა მაშინვე მიიპყრო ძაღლების ბრძოლების ორგანიზატორების და მოყვარულების ყურადღება. ძაღლების ბრძოლები ჯერ კიდევ პოპულარულია სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში.

ეს თეთრი მასტიფი პატარაობიდანვე სხვა ცხოველებთან ერთად უნდა იზრდებოდეს. ძაღლისგან მორჩილების მისაღწევად ის ადრიდანვე უნდა გაიწვრთნას. ასევე, მას სჭირდება დიდი ფიზიკური დატვირთვები. არგენტინული დოგი ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, ძნელად ეგუება სხვა ძაღლებს და ბავშვებს, ვერ იტანს სიცივეს, ძნელად იწვრთნება. აქვს საკმაოდ ვიწრო მკერდი, მასიური თავის ქალა და ძლიერი ყბები. ბალანი მოკლეა, მბზინავი, გლუვი, ყოველთვის თეთრი ფერის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: