არგაზის წყალსაცავი
იერსახე
| არგაზის წყალსაცავი | |
|---|---|
| რუს. Аргазинское водохранилище | |
|
| |
| კოორდინატები: 55°24′ ჩ. გ. 60°24′ ა. გ. / 55.400° ჩ. გ. 60.400° ა. გ. | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეული | ჩელიაბინსკის ოლქი |
| სიგრძე | 11 კმ |
| ფართობი | 102 კმ² |
| მოცულობა | 0,65 კმ³ |
| საშუალო სიღრმე | 6,5 მ |
| მდინარე | მიასი |
| შევსების წელი | 1946 |
არგაზის წყალსაცავი (რუს. Аргазинское водохранилище) — წყალსაცავი რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში. შეიქმნა 1946 წელს, მდინარე მიასზე (ტობოლის აუზი). წყალსაცავის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე ტბა არგაზი. ფართობი 102 კმ², მოცულობა 0,65 კმ³, სიგრძე 11 კმ, საშუალო სიღრმე 6,5 მეტრი. წყლის დონე მერყეობს 6 მეტრის ფარგლებში. წყალსაცავი ახორციელებს ჩამონადენის მრავალწლოვან რეგულირებას. გამოიყენება წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მიზნებით. განვითარებულია თევზჭერა (ქორჭილა, იდი, წერი, სიგი).[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Аргазинское водохранилище // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 2 — М., 1970.