შინაარსზე გადასვლა

არგაზისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არგაზისებრნი (Argasidae), პარაზიტული ტკიპების ოჯახი. აქვთ გაბრტყელებულ-ოვალური სხეული 3-30 მმ-მდე სიგრძისა. მშიერი ტკიპა მორუხო ან მოყვითალო-მურაა, მაძღარი - იისფერი. იკვებებიან ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის სისხლით. ბინადრობენ ცხოველთა სოროებსა და ბუდეებში, ნიადაგის ნაპრალებში და სხვა ცხოველებს თავს ესხმიან ჩვეულებრივ ღამით. არგაზისებრნთა კბენის შედეგად ადამიანის კანზე ჩნდება წითელი გამონაყარი, რაც ხშირად ქავილს იწვევს. ცნობილია არგაზისებრთა 5 გვარი. არგაზისებრნი გავრცელებული არიან თბილ ქვეყნებში. არგაზისებრნი სხვადასხვა ავადმყოფობის გადამტანებია. მაგ., კავკასიაში ორნითოდორუსის გვარის ტკიპას (Ornithodorus verrucosus) გადააქვს ტკიპისმიერი შებრუნებითი ტიფის სპიროქეტები. სპარსული ტკიპა (Argas persicus), რომელიც ავრცელებს შინაური ფრინველის სპიროქეტოზს, რითაც დიდი ზიანი მოაქვს მეფრინველეობისათვის.

  • ქაჯაია გ., ქსე, ტ. 1, გვ. 548, თბ., 1975