არბოშიკის ბოსტანაანთ კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არბოშიკის ბოსტანაანთ კოშკიარქეოლოგიური ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა, რომელიც მდებარეობს სოფელ არბოშიკის დასაწყისში, სასოფლო გზის მარკვენა მხარეს, სამი ხეობის შესაყართან. კოშკი სათვალთვალო იყო და აკონტროლებდა სამივე ხეობას. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობა გეგმით კვადრატს მიახლოებული ოთხკუთხედია (8,3 X 7,6 მეტრი) — შიგნიდან და გარედან კუთხეებმომრგვალებული. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, კირის ხსნარზე. დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ პირველი სართული. შესასვლელი დასავლეთ კედლის სამხრეთ კიდეშია. აღმოსავლეთ კედლის შუაში თაღოვანი სარკმელია, მის ორივე მხარეს კი ერთ დონეზე თითო ცალმაგი სათოფური. დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში სათოფურით აღჭურვილი განიერი და ღრმა ნიშაა. სამხრეთ კედელში შემორჩენილია ღიობის ერთი (დასავლეთი) წირთხლი. სართული გადახურული იყო აგურის გუმბათოვანი კამარით (შემორჩენილია ქუსლის წყობის მცირე ნაწილი, რომლი რვაწახნაგოვან საფუძველს სართულის ოთხივე კუთხეში განლაგებული ტრომპები ქმნის. კოშკს მეორე სართულიც ჰქონია, რომელზეც ასასვლელი კიბე აღმოსავლეთ კედლის სისქეში იყო მოწყობილი. კიბის უჯრედი გადახურული იყო აგურით გამოყვანილი კამარით (შემორჩენილია ნაწილი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]