ვიკიპედია:არბიტრების არჩევნები
არჩევნების ჩატარების წესი
[წყაროს რედაქტირება]ახალი საარბიტრაჟო კომიტეტის არჩევნები იწყება მოქმედი სკ-ს მოვალეობათა დასრულებამდე 4 დღით. არჩევნების დაწყებამდე ხდება მათი გრაფიკის გამოქვეყნება. არჩევნები ტარდება 4 ეტაპით:
- მომხმარებელთა მიერ კანდიდატურების ნომინაცია, კანდიდატების თანხმობის მიღება;
- ბიუროკრატების მიერ ნომინაციის შედეგების გადამოწმება და კანდიდატთა სბოლოო სიის შედგენა;
- კანდიდატთა განხილვა საზოგადოების მიერ;
- საზოგადოების კენჭისყრა;
- ბიუროკრატების მიერ შედეგების შეჯამება.
კანდიდატებისადმი მოთხოვნები
[წყაროს რედაქტირება]არბიტრად თავის წამოყენების უფლება აქვს იმ მომხმარებელს, რომლის რეგისტრაციის დღიდან გასულია არანაკლებ 6 თვისა და რომელსაც ნომინაციის დაწყებამდე 2000 შესწორება აქვს გაკეთებული. კანდიდატი არ შეიძლება გახდეს სამუდამოდ დაბლოკილი მომხმარებელი და მომხმარებელი, რომელიც დაბლოკილია არჩევნების ჩატარების პერიოდში. ბიუროკრატები თვალს ადევნებენ ამ წესის განხორციელებას და მათ შეუძლია იმ მომხმარებლის სიიდან ამოღება, რომლის წამოყენება საღ აზრს ეწინააღმდეგება.
კენჭისყრის მონაწილეთადმე მოთხოვნები
[წყაროს რედაქტირება]არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, რომლის სტაჟი 3 თვეზე მეტია და გააჩნია 500 შესწორებაზე მეტი. ამ წესის შესრულებას თვალს ბიუროკრატები ადევნებენ. მათ შეუძლიათ იმ მომხმარებელთა ხმების ამოღება, რომელთა წვლილი პროექტში ხელოვნურია, ანუ მათი შესწორებები განხორციელებულია მხოლოდ არჩევნებში ხმის მისაცემად.
კანდიდატთა განხილვა
[წყაროს რედაქტირება]კანდიდატთა განხილვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაუბლოკველ დარეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელსაც აქვს ვიკიპედიაში შესწორების უფლება და ის მომხმარებლებიც კი, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ. განხილვისას მომხმარებლები უსმევენ კანდიდატებს კითხვებს, რათა მიიღონ სრული წარმოდგენა კანდიდატზე და მის ქმედებებზე ამა თუ იმ სიტუაციაში. მომხმარებელთათვის რეკომენდირებულია დასვან თავისი კითხვები წინა კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ.
აგიტაცია
[წყაროს რედაქტირება]არჩევნების განმავლობაში ნებადართულია მომხმარებლების აგიტაცია არჩევნბში ხმის მიცემის მიზნით კანდიდატების კონკრეტული კანდიდატების სახელების გარეშე. კონკრეტული კანდიდატებისადმი აგიტაცია აკრძალულია. ასევე აკრძალულია ვიკიფოსტის გამოყენება აგიტაციისთვის. ამ წესის დარღვევისთვის კანდიდატი მოიხსნება არჩევნებიდან, ხოლო ჩვეულებრივი მომხმარებელი დაიბლოკება არჩევნების დასრულებამდე.
კენჭისყრის პროცედურა
[წყაროს რედაქტირება]კენჭისყრის დაწყებამდე არბიტრობის კანდიდატები განლაგდებიან ანბანის მიხედვით. არჩევნები გრძელდება ერთი კვირის განმავლობაში. ყველა მომხმარებელს შეუძლია «{{ჰო}}ს» ან «{{არა}}ს»მიცემა (მომხმარებელს შეუძლია არბიტრობის სამ კანდიდატს დაუჭიროს მხარი ) კანდიდატთა განხილვა არჩევნების გვერდზე დაუშვებელია. ამგვარი რეპლიკები იშლება ადმინთა მიერ. კენჭისყრის განმავლობაში ყველა მოქმედების გატარება ნებადართულია მხოლოდ ბიუროკრატებისთვის. სხვა მომხმარებლებისთვის (მათ შორის ადმინისტრატორთათვის) ამგვარი ქმედება აკრძალულია.