არა (გვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არა.
არა
Macaws at Jurong Bird Park -Singapore-8.jpg
არარაუნა (Ara ararauna) და მწვანეფრთიანი არა
(Ara chloropterus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  თუთიყუშისნაირნი
ოჯახი:  თუთიყუშისებრნი
გვარი:  არა
ლათინური სახელი
Ara (Lacepede, 1799)

არა (ლათ. Ara) — ფრინველთა გვარი თუთიყუშისებრთა ოჯახისა. მოიცავს თხუთმეტ სახეობას. მათი სხეულის სიგრძეა 95 სმ-მდე. შეფერილი არიან ძალიან კაშკაშა ფერებში: მწვანე, წითელი, ცისფერი, ყვითელი; დედალი, მამალი და მოზარდი ერთმანეთისაგან თითქმის არ განსხვავდება. თვალის მიდამოები და ლოყები შეუბუმბულავია. ფრთის ბოლოები გაჭიმული და წამახვილებულია. სოლისებრი ფორმის კუდი სხეულზე გრძელია. ნისკარტი მოკაუჭებულია; ამ გვარის სახეობებს ყველაზე ძლიერი ნისკარტი აქვთ დედამიწაზე. გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ბინადრობენ ტროპიკულ ტყეებში. მისდევენ გუნდურ ცხოვრებას, წყვილები ერთმანეთთან ხანგრძლივად რჩებიან. ზოგჯერ ზიან აყენებენ ხილის პლანტაციებს. კარგი პირობების არსებობის შემთხვევაში ადვილად შინაურდებიან და ტყვეობაშიც კარგად გრძნობენ თავს. საკმაოდ ხშირად ვხვდებით მოშინაურებულ სახეობებს. ცოცხლობენ 30–75 წლამდე, საშალოდ — 60 წელს. იკვებებიან მარცვლეულით, ბოსტნეულით, ხილით და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]