შინაარსზე გადასვლა

არახჩინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა და სხვა ფორმის არახჩინი პეტას ბაზარში, კოლომბო, შრი-ლანკა

არახჩინი (არაკჩინი) (აზერ. Araxçın) — მუსლიმი მამაკაცის ტრადიციული თავსაბურავი. არახჩინი არის თხელი ქსოვილის თავზე მჭიდროდ მორგებული ქუდი, რომელიც ოფლს ისრუტავს. გავრცელებულია სხვადასხვა მუსლიმურ ქვეყნებში, ავღანეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში და სხვა.

აზერბაიჯანში არახჩინი ეროვნული თავსაბურავია.[1] ესაა მრგვალი, მჭიდრო ქუდი მზადდებოდა სხვადასხვა ქსოვილებისგან, აუცილებლად ერთფეროვანი შიდა მხრით. არახჩინს იხურავდნენ სხვა ქუდების ქვეშ — ფაფახის, ჩალმის : სოფლის გარეთ მასში სიარული ითვლება უხამსობად, დასაშვები იყო მხოლოდ ბავშვებისთვის და სახლში, ყოველდღიურ ცხოვრებაში. არახჩინს ძირითადად ახალგაზრდა აზერბაიჯანელები ატარებდნენ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]