შინაარსზე გადასვლა

არაჩოვის ბრძოლა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არაჩოვის ბრძოლა
საბერძნეთის დამოუკიდელობისათვის ომის ნაწილი

არაჩოვის ბრძოლა
თარიღი 18-24 ნოემბერი 1826 წელი
მდებარეობა სოფელი არაჩოვი
შედეგი ბერძენთა გამარჯვება
მხარეები
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი, ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
გეორგიოს კარაისკაკისი
ნიკიტარასი
მუსტაფა ბეი
კეჰაია
აბდულა აღა
ძალები
950 2000
დანაკარგები
12 მკვდარი, 20 დაჭრილი 1700 მოკლული, 50 ტყვედ ჩაიგდეს
არაჩოვის ბრძოლა ვიკისაწყობში

არაჩოვის ბრძოლა (ძვ. ბერძნ. Μάχη της Αράχωβας) (1826 წლის 18-24 ნოემბერი) — ოსმალეთის იმეპრიასა და ბერძენ აჯაყებულებს შორის შეტაკება, სადაც ბერძნებს მეთაურობდა გეორგიოს კარაისკაკისი, ოსმალებს მუსტაფა ბეი. ოსმალეთის არმიის გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, კარაისკაკისმა, დაიწყო მოულოდნელი თავდასხმა სოფელ არაჩოვის მიდამოებში, ცენტრალურ საბერძნეთში. ოსმალების 2000 კაციანი ჯარი მუსტაფა ბეის მეთაურობით მომწყვდეული იყო სოფელ არაჩოვში. 800 კაციანი ჯარი 3 დღის განმავლობაში ცდილობდა პატიმრების გათავისუფლებას მაგრამ არ გამოუვიდათ.

22 ნოემბერს მუსტაფა ბეი სასიკვდილოდ დაიჭრა და ჯარისკაცების მორალი დაეცა, ასევე სიცივე და ძლიერი წვიმა დიდ პრობლემებს უქმნიდა. 24 ნოემბერს ოსმალებემა სცადეს ალყის გარღვევა მაგრამ არ გამოუვიდათ. მებრძოლების უმტესობა მოკლეს ან სიცივისგან გაიყინნენ. ბერძენთა გამარჯვებამ დიდი მორალური უპირატესობის გარდა, დრო მიეცათ დანარჩენ აჯანყებულებს მოსამზადებლად.

1821 წლის თებერვალში ფილიკი ეთერიამ წამოიწყო საბერძნეთის დამოუკიდებლობის ომი ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. 1826 წლისთვის საბერძნეთის პირველი რესპუბლიკა სასტიკად დასუსტდა შიდა ბრძოლებისა და იბრაჰიმ მანის შემოჭრის გამო. იბრაჰიმის კარგად გაწვრთნილმა ეგვიპტურმა არმიამ გაძარცვა მორეის დიდი ნაწილი, რითაც ომის მიმდინარეობა ოსმალეთის სასარგებლოდ შეცვალა. 1826 წლის 10 აპრილს მისოლნგის მესამე ალყაში ოსმალეთის გადამწყვეტი გამარჯვების შემდეგ, აკროპოლისი ალყაში მოექცა. შედეგებმა ცხადყო რომ, ოსმალებმა მოიპოვეს უპირატესობა ცენტრალურ საბერძნეთში, რის შემდეგაც, ბევრმა ბერძენმა აჯანყებულმა მიიღო დიდი ვეზირის მეჰმედ რეშიდ ფაშას ამნისტია ომის მიერ გამოწვეული გაჭირვებისგან თავის დაღწევის მიზნით. დამარცხებამ იმოქმედა კოჯაბაშებზეც, რომლებიც ეწეოდნენ მშვიდობის ადვოკატირებას და სურდათ საბერძნეთის ავტონომია, ისე როგორც მოხდა ვლახეთის შემთხვევაშიც 1806 წლის რუსეთ-თურქეთის ომის დასრულების შემდეგ.

1826 წლის ოქტომბერში ბერძენმა გენერალმა გეორგიოს კარაისკაკისმა წაიყვანა რამდენიმე მებრძოლი, რომლებმაც მოახერხეს მისისლონგიდან გამოსვლა და სამხრეთ-აღმოსავლეთით მორეასკენ წასვლა. 27 ოქტომბერს იგი ჩავიდა დომვრენაში, ალყა შემოარტყა ოსმალების 300 კაციან გარნიზონს, რომელიც თავს აფარებდა კოშკებს. 14 ნოემბერს კარაისკაკისმა მოხსნა ალყა, რადგან გაიგო რომ, მოდიოდა მუსტაფა ბეის 2000 კაციანი არმია (მათ შორის იყო 300 მხედარი), რომელიც ლივიიდან ამფისას მიმართულებით გარნიზონის გასათავისუფლებლად მოდიოდა. 16 ნოემბრის დილას კარაისკაკისმა მიაღწია ჰოსიოს ლუკას მონასტერს და დარჩენილი დღე იქ გაატარა. 17 ნოემბრის გათენებამდე ცოტა ხნით ადრე ბერძნული ჯარები დისტომოში დაბანაკდნენ. იმავე დღეს მუსტაფა ბეიმ დაარბია ბერძნული პიკეტები ატალანტში, მოგვიანებით დაბანაკდა აგია იერუსალიმის მონასტერში.

მუსტა ბეიმ მონასტერში დაკითხა ჰეგუმენოსი, რათა გაეგო კარაისკაკის ადგლისამყოფელი. ჰეგუმენებმა იცრუეს და აცხადებდნენ, რომ კარაისკაკისს ჯერ კიდევ არ დაეტოვებინა დომვრენა, რადგან არ აინტერესებდა ოსმალეთის არმიის ადგილმდებარეობა. მუსტაფა ბეიმ დაუჯერა მას, მიუხედევა ამისა, მონასტერში დატოვა რამდენიმე კაცი ბერების სათვალთვალოდ და უთხრა რომ თუ ღალატს გაბედავნდენ სიკვდილით დასჯიდნენ. როდესაც მუსტაფა ბეი და მისი ლეიტენანტი (კეჰაია) სადილზე განიხილავდნენ სამომავლო გეგმებს, ბერმა, რომელმაც იცოდა თურქული ენა, მოისმინა მათი საუბარი. ბერები საიდუმლოდ შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს გაეგზავნათ ერთი მათგანი დისტომოში და ეცნობებინათ კარაისკაკისისთვის გზა, რომლის გავლასაც თურქები აპირებდნენ. ახალგაზრდა ბერმა, სახელად პანფუტიოს ხარიტოსმა, მოახერხა თურქი მცველებისგან თავის არიდება, შეატყობინა კარაისკაკისს და კვლავ დაბრუნდა თავის ოთახში.

კარაისკაკისმა დაუყოვნებლივ უბრძანა თავის ოფიცრებს გეორგიოს ჰაციპეტროსს, ალექსიოს გრივასს და გეორგიოს ვაგიასს, დაეპყროთ არაჩოვას წმინდა გიორგის ეკლესია და მიმდებარე სახლები. მათ უნდა შეეტიათ თურქებისთვის 500 კაციანი რაზმით, როგორც კი, პარნასის მთის უღელტეხილიდან გამოვიდოდნენ. ქრისტოდულოს ჰაციპეტროსმა და მისმა 400-კაციანმა რაზმა მოიცვა არაჩოვას სამხრეთით გადასასვლელი. კარაისკაკისის მდივანმა შეტყობინებები გაუგზავნა ყველა ცნობილ პარტიზანულ ჯგუფს მიმდებარე რაიონებში და აცნობა მათ მოახლოებული ბრძოლის შესახებ.

18 ნოემბერს, 10:00 საათზე, ბერძენმა მზვერავებმა შენიშნეს თურქული არმია ჩრდილო-აღმოასვლეთის მიმართულებით. თურქების მოწინავე კოლონა სოფელში ჩავიდა და დარჩენილ ჯარს ელოდა, როდესაც ოსმალეთის სამსახურში მყოფმა ალბანელმა ჯარისკაცებმა შენიშნეს, რომ რამდენიმე სახლს ახლად გაკეთებული ხვრელები ჰქონდა. ისინი სოფელში მდგარ ქვებს ამოეფანენ და ცეცხლი გაუხსნეს ბერძნებს. ეს იყო მოულოდნელი რამ სოფლის მაცხოვრებლებისთვის რომლებმაც არაფერი არ იცოდნენ; ისინი მალევე გაიცნენ რადგან მომავალში რეპრესიების ეშინოდათ. თურქები შეტევას აგრძელებდნენ და ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ ბერძნულ პოზიციებს. ამასობაში ქრისტოდულოს ჰაციპეტროსის ჯარები განლაგდნენ კუმულის ბორცვზე, რომელიც სოფელს სამხრეთიდან გადაჰყურებდა. კარაისკაკისის ჯარები არაჩოვას გარეუბანში შუადღისას გამოჩნდნენ და სოფლის დასავლეთ ნაწილში შეიკრიბნენ, ამით მათ თურქები ალყაში მოაქციეს. მუსტაფა ბეი 500 კაცი მიაშველა თურქებს. დანარჩენმა თურქულმა ჯარმა დაიკავა ბორცვი, რომელიც გადაჰყურებდა სოფელს, ხოლო რაზმი პოზიციებს იკავებდა ახლომდებარე სოფლებში.

ბერძნებმა ბორცვზე გადაიტანეს შეტევა, მაგრამ თურქებმა 15 წუთში წარმატებით მოიგერიეს და მტრის მარჯვენა ფლანგიც გაანადგურეს. სიტუაცია შეიცვალა, როდესაც გეორგიოს ცაველასის მეთაურობით სულიოტების ნაწილმა მეორე შეტევა მოაწყო, მოკლა თურქი ოფიცერი და დეზერტირები შეკრიბა ბრძოლის ველზე დასაბრუნებლად. თურქეთის მარჯვენა ფლანგზე მორალი დაეცა და ვინც გაქცევა მოახერხა, სოფლის დასავლეთით დაიჭირეს და მოკლეს. მიუხედავად ამისა თურქების მარცხენა ფლანგი და ცენტრი მყარად იდგა თავის პოზიციებზე. 300-მა ბერძენმა, გიოტ დანგლისის მეთაურობით დაიკავეს თურქების მიერ დაპყრობილი ბორცვი. ეს სრულიად მოულოდნელი იყო მუსტაფა ბეისთვის, რომელიც ხელმძღვანელობდა თურქულ კონტრშეტევას მახვილით ხელში. პოზიციური უპირატესობით ბერძნებმა თურქების შეტევის 3 ტალღა უკუაგდეს. ამასობაში, კარაისკაკისმა გაარღვია ხაზი და თანამებრძოლებს შეუერთდა წმინდა გიორგის ეკლესიაში. თურქების ბანაკი ალყაში მოაციეს, რომელიც საღამომდე გაგრძელდა.

19 ნოემბერს, მხარეებმა ცეცხლი გაუხსნეს ერთმანეთს მაგრამ მხოლოდ მცირე ზიანი მიაყენეს ერთმანეთის პოზიციებს. 20 ნოემბერს, ბერძნებს შეემატათ 450 კაცი რომლებიც არაჩოვის დასაცავად გაგზავნეს. 21 ნოემბერს აბდულა აღას მეთაურობით 800 ჯარისკაცი გამოჩნდა დავლეის გარეთ, ისინი ორ ჯგუფად დაიყვნენ. პატარები დაიძრნენ აგია იერუსალიმის მონასტრისკენ, ხოლო უფროსები ზემენოსკენ გაემართნენ. ზემენო უნდა ყოფილიყო ის ადგილი, სადაც აბდულა აღა ბერძნულ ზურგს დაარტყამდა, რაც მუსტაფა ბეის საშუალებას მისცემდა გასულიყო ალყიდან.

მუსტაფა ბეიმ, მანამ შეუტია ზემენოს სანამ აბდულა აღა მოვიდოდა, ამიტომაც მისი შეტევა ბერძნებმა უკუაგდეს. ამასობაში ზემენოსაკენ მიმავალ ვიწრო გადასასვლელთან აბდულა აღას ავანგარდი იყო ჩასაფრებული. არაორგანიზებული უკანდახევის დაწყებამდე დაიღუპა 30 თურქი და დაიჭრა ბევრი; აჯანყებულებმა შეიპყრეს სურსათით დატვირთული 80 ცხოველი. თურქეთის ბანაკში სასოწარკვეთილი ვითარება იყო, რადგან სიცივე და უხვი ნალექი აწუხებდა მოშიმშილე მცველებს. თურქმა ჯარისკაცებმა აიძულეს მუსტაფა ბეი მოლაპარაკებებზე წასულიყო. კარაისკაკისმა მოსთხოვა თურქებს გადაეცათ მთელი თავისი იარაღი, ფული და დაეტოვებინათ მძევლები, სანაცვლოდ კი უსაფრთხოდ გაშვებას დაჰპირდნენ. მაგრამ ეს პირობები უარყეს, მოლაპარკებებისას სამჯერ წამოიძახეს „ომი“. 22 ნოემბრის დილას კარაისკაკისმა ბრძანა ზალპების გასროლა თურქების ბანაკის მიმართულებით.

მუსტაფა ბეი კარვიდან გამოვიდა ჯარისკაცების გასამხნევებლად მაგრამ ამ დროს ის შუბლში დაიჭრა. მეორე დღეს კეჰაიმ აიღო თავის თავზე ხელმძღვანელობა. მას შემდეგ, რაც მუსტაფა ბეის მდგომარეობა ცნობილი გახდა ოფიცრებისთვის, ალბანელი ოფიცრები დაემუქრნენ იარაღის დაყრით, თუ ბერძნების პირობებს არ დათნხმდებოდნენ. 24 ნოემბერს 700 ოსმალი შეიჭრა პიკეტზე. ამავე დროს აბდულა აღამ უბრძანა თავის ძალებს უკანდახევა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი შეტევა წარუმატებელი იყო, ბერძნები გადაჯგუფდნენ და თურქების ორად გაიყვნენ. 500 თურქი, რომლებიც ჯერ კიდევ იკავებდნენ ბანაკს, ალყაში მოაქციეს და მოკლეს. ჯარისკაცებმა კეჰაი მოკლეს რადგან მათ არ ესმოდათ თურქული.