არაქსის წყალდიდობა (1896)
არაქსის წყალდიდობა (აზერ. Araz daşqını) — 1896 წელს მდინარე არაქსის კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად მომხდარი წყალიდიდობა.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდინარე ისტორიის მანძილზე დინების ქვემო ნაწილში მრავალი ცვლილება განიცადა. ვინაიდან მდინარე ძირითადად მთისა და ხეობის ზონებში მიედინება, დინების ქვედა ნაწილში იგი მიედინება დაბლობებში. აქ მდინარის ძალა თითქოს მთლიანად ამოწურულია. ადრე, მდინარე არაქსი პირდაპირ ჩაედინებოდა კასპიის ზღვაში.
1896 წელს, მდინარე არაქსი ისტორიაში ბოლო 100 წლის ყველაზე ძლიერი წყალდიდობა დაფიქსირდა. წყალდიდობის შედეგად სანაპირო ზოლი ჩამოინგრა, წყლის ნაწილი კი მუღანის დაბლობის გადაკვეთით კასპიის ზღვაში ჩავიდა. ამასთან ერთად მუღანის ვაკე წყალში აღმოჩნდა. ტერიტორია დაიფარა შლამით. სტიქიის შედეგად მოსახლეობის მეურნეობას დიდი ზიანი მიადგა. რეგიონში რამდენიმე ტბაც კი ჩამოყალიბდა (აღჩალა, მაჰმუდჩალა და სხვა). მოგვიანებით მდინარის სანაპირო ზოლი აღადგინეს და არაქსი პირვანდელ კალაპოტს დაუბრუნდა. ასევე მდინარის წყლის პირდაპირ ზღვაში ჩადინებას არხებით უზრუნველყვეს.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Araz daşqını (1896)
- ↑ Araz çayı. ციტირების თარიღი: 2016-08-17