შინაარსზე გადასვლა

არაქელოცვანქის მონასტრის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არაქელოცვანქის მონასტრის ბრძოლა

არაქელოცვანქის მონასტრის ადრეული XX საუკუნის სურათი, ბრძოლის ადგილი
თარიღი 3-7 ნოემბერი, 1901
მდებარეობა არაქელოცვანქის მონასტერი
შედეგი სომხების გამარჯვება.
მხარეები
სომეხი ფიდაები ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
ანდრანიკ ოზანიანი
კევორკ ჩავუში
ფაკირ ფაშა
ალი ფაშა
ძალები
22 - ანდრანიკის მიხედვით[1]
30[2]–38[3]
6,000[4]
დანაკარგები
3 (ღაზარი, ჰარუტიუნი და პარსეღი)[5] 553 (თვითმხილველების მიხედვით)[6]

არაქელოცვანქის მონასტრის ბრძოლა (სომხ. Առաքելոց վանքի կռիվը) — 1901 წელს მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირება ოსმალეთის იმპერიის ძალებსა და სომეხ ფედაებს შორის. კონფლიქტი მოხდა მუშისთან ახლოს არაქელოცვანქის მონასტრის ტერიტორიაზე.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში მუშის ხეობაში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის ყოფა აუტანელი გახდა. ცენტრალური ხელისუფლება გამუდმებით აწესებდა ოფიციალურ თუ არა ოფიციალურ გადასახადებს, ასევე ქურთების ტომობრივი მეთაურები ითხოვდნენ ხარკის გადასახადს. ქურთების ეს მოთხოვნები გახდა ოფიციალური მას შემდეგ რაც მათი ბანდებით შექმნეს ოსმალური კავალერიის ჯგუფები - ჰამიდები. შედეგად სომხებმა დაკარგეს მიწები და თავის რჩენა უწევდათ დაქირავებულ მუშებად მუშაობით ან დიდ ქალაქებში მიგრაციით. კონსტანტინოპოლის მიერ შეპირებული რეფორმების მრავალჯერ ჩავარდნამ აიძულა ადგილბრივი მოსახლეობა თავდაცვაზე გადასულიყო.

რეგიონში იყო ორი აქტიური სომხური პარტია: სოციალ-დემოკრატული ხუნჩაკური პარტია და დაშნაკცუთიუნი. 1894 წელს სასონსში სომხების დახოცვის და შედგომ 1895 და 1896 წლებში მუშის ვაკეზე მომხდარი ჰამიდური ხოცვა-ჟლეტის სახელით ცნობილი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ 1880-იანების პოლიტიკური მოძრაობები გარდაიქმნა შეიარაღებულ თავდაცვით ორგანიზაციებად, რომლებიც ცნობილი იყო როგორც: სომეხი ფიდაები. ისინი მთებს თავშესაფრად და პოლიტიკური აგიტაციის არეალად იყენებდნენ.[7]

1899 წელს სომეხი ფედაების რამდენიმე ხელმძღვანელი მოკლეს და სასუნის ოლქში მოქმედი ყველა ამ ჯგუფის ხელმძღვანელობა ანდრანიკ ოზანიანს გადაეცა. ანდრანიკის ხელმძღვანელობის ქვეს 38 სოფელი შედიოდა.[3]

The New York Times ბრძოლის რეპორტი

1901 წელს ანდარანიკი მთებიდან ჩამოვიდა რამდენიმე გამოცდილ თანამერძოლთან ერთად (მათ შორის კევორკ ჩავუში და იაკობ კოტოიანი), მათ სოფელ წროკონიდან 10-მდე გლეხი შეუერთდათ. 20 ნოემბერს თურქმა შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ანდარანიკის ხალხის ალყაში მოქცევა, რომლებმაც მუშის აღმოსავლეთით მდებარე არაქელოცვანქის მონასტერთან გაამაგრეს პოზიციები.[2]

ხუთი თურქული ბატალიონისგან შემდგარი პოლკი, დაახლოებით 1200 ადამიანი, ფაშების ფერიკის და ლის ხელმძღვანელობით გამაგრებულ მონასტერს გარს შემოეწყვნენ.[8] ამ პერიოდში თურქეთის არმიას ცივი ამინდის და პანდემიის გამო დიდი დანაკარგი ქონდა. 19 დღიანი ალყის და მოლაპარაკებების შემდეგ რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა სომხური სამღვდელოება, მუშის მმართველი და უცხოელი კონსულები, ანდარნიკმა და მისმა ხალხმა მცირე ჯდუფებად ალყიდან გაპარვა და მთებში თავის შეფარება შეძლო.[9] ლევ ტროცკის მიხედვით ანდარანკმა თურქი ოფიცირის ფორმა გადაიცვა და ისე დააღწია თავი ალყას: „მან მთელი დამცველი ჯარის პოზიციები შემოიარა, მათ შესანიშნავი თურქულით ესაუბრებოდა და ამავდროულად ნახულობდა ალყიდან თავისი ხალხის გაყვანის გზებს“.[10]

არაქელოცვანქის მონასტრის ალყიდან თავის დაღწევის შემდეგ ანდარანიკმა ლეგენდარული რეპურაცია მოიპოვა სომხურ ენოვან პროვინციებში. მისი გაქრობისსემდეგ თურქები ამბობდნენ: „ანდარანიკი ადამიანი არაა ის მოჩვენებაა“. ქურთებს ჯეროდათ, რომ როდესაც ღამით ანდარანიკმა მოსასხამი მოისხა ტყვიები აღარ ეკარებოდნენ. 1904 წელს ანდარანიკი ხელმძღვანელობდა სასუნის აჯანყებას. დამარცხების შემდეგ თავის ხალხთან ერთად ირანში გადავიდა. მოგვიანებით ჩმოშორდა დაშნაკცუთიუნებს და ევროპაში წავიდა სადაც ბალკანეთის პირველი ომში მონაწილეობდა. 1924 წელს ბოსტონში მემუარები გამოსცა.

  • The Battle of Holy Apostles' Monastery by Gen. Antranig, originally recorded by L. G. Loulegian and translated from Armenian by Ara Stepan Melkonian - London; Taderon Press [Gomidas Institute] 2009, ISBN 9781903656808, 70 pages
  • The Battle of Holy Apostles' Monastery by Gen. Andranik, wr. Lewon K. Liwlēchean - London, 2008, ISBN 9781903656808, 59 pages
  • General Andranik and the Armenian Revolutionary Movement, by Antranig Chalabian - Southfield, 1988, ISBN 9780962274114, 588 pages
  1. The Battle of Holy Apostles' Monastery by Gen. Andranik, wr. Lewon K. Liwlēchean - London, 2008, ISBN 9781903656808 - p.40
  2. 2.0 2.1 Military history: Vol. 12; 1995, Bold and fiercely determined, Andranik Ozanian spent most of his life as a revolutionary for his fellow Armenians, by Antranig Chalabian
  3. 3.0 3.1 Trotsky, Leon (1980). The Balkan wars: 1912-13: the war correspondence of Leon Trotsky. New York: Monad Press, გვ. 249. ISBN 0909196087. 
  4. The Battle of Holy Apostles' Monastery by Gen. Andranik, wr. Lewon K. Liwlēchean - London, 2008, ISBN 9781903656808 - p. 57
  5. The Battle of Holy Apostles' Monastery by Gen. Andranik, wr. Lewon K. Liwlēchean - London, 2008, ISBN 9781903656808
  6. The Battle of Holy Apostles' Monastery by Gen. Andranik, wr. Lewon K. Liwlēchean - London, 2008, ISBN 9781903656808 - p. 55
  7. Richard G Hovannisian, Armenian Baghesh / Bitlis and Taron / Mush, pages 5 and 6, 2001.
  8. The Armenians: history of a genocide, by Yves Ternon - 1990, p. 114
  9. Pasdermadjian, Hrand (1964). „A History of Armenia (Chapter XV)“. The Armenian Review. 17 (1): 78. ISSN 0004-2366. ციტატა: „In 1901 took place the unusual siege of the Monastery of Arakelotz during which Andranik and his soldiers repulsed the onslaught of the Turkish forces for 19 days, pierced the Turkish lines and made their escape into the mountains.“
  10. Trotsky, Leon (1980). The Balkan wars : 1912-13 : the war correspondence of Leon Trotsky. New York: Monad Press, გვ. 250. ISBN 0909196087.