შინაარსზე გადასვლა

არაუკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არაუკა

მდინარე არაუკა
ქვეყანა კოლომბიის დროშა კოლუმბია, ვენესუელის დროშა ვენესუელა
სათავე აღმოსავლეთი კორდილიერა
სიგრძე 1050 კმ
აუზის ფართობი 8000 კმ²
არაუკა ვიკისაწყობში

არაუკა (ესპ. Arauca) — მდინარე კოლუმბიასა და ვენესუელაში. მდინარე ორინოკოს მარცხენა შენაკადი. ზემო დინებაში წარმოადგენს საზღვარს ვენესუელასა და კოლუმბიას შორის. სათავე აქვს აღმოსავლეთ კორდილიერაში (კოლუმბია). შემდეგ მიედინება მდინარე ორინოკოს დაბლობ ტერიტორიაზე. სიგრძე 1050 კმ, აუზის ფართობი 8000 კმ². ზაფხულისა და გაზაფხულის წვიმიან პერიოდში მცირე გემებისათვის სანაოსნოა 600 კილომეტრამდე.

წყლის ხარჯი 485 მ³/წმ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]