არასდროსეთი
იერსახე
არასდროსეთი (ინგ: Neverland, Never Land ან Never Never Land) არის სერ ჯეიმზ მეთიუ ბერის ნაწარმოებებში ასახული ფიქტიური სამყარო. ის პიტერ პენის, თინკერ ბელის, დაკარგული ბიჭებისა და სხვათა საცხოვრებელია. თუმცა არასდროსეთში ყველა ადამიანი არ წყვეტს ზრდას, ის ზრდაზე უარისმთქმელთა ცნობილი რეზიდენციაა და ხშირად გამოიყენება სამუდამო ბავშვობის (და ბავშვურობის), უკვდავობისა და ესკაპიზმის მეტაფორად.
პირველად, შოტლანდიელი მწერლის - ჯეიმზ ბერის 1904 წელს დადგმულ სპექტაკლში „პიტერ პენი, ან ბიჭი, რომელიც არასდროს გაიზრდება“ 'the Never Never Land'-ად წარმოჩნდა. 1911 წლის ნოველიზაციაში „პიტერი და ვენდი“, ბერიმ 'the Neverland'-ად მოიხსენია.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Barrie, James Matthew (1911). Peter and Wendy. De Vinne Press, გვ. 267 pages.