არანჩინი
არანჩინი (იტალ. arancini),[1][2] ასევე ცნობილი, როგორც არანჩინე — იტალიური ბრინჯის ბურთულები, რომელსაც სხვადასხვა შიგთავსი აქვს. მზადდება ზეთში შეწვით. სიცილიური სამზარეულოს ერთ-ერთი ძირითადი კერძია. არანჩინის ყველაზე გავრცელებული შიგთავსია იტალ. al ragù ან იტალ. al sugo, ანუ რაგუ (ხორცი ან ფარში, ნელა მოხარშული დაბალ ტემპერატურაზე პომიდვრის სოუსითა და სანელებლებით), მოცარელა ან კაჩოკავალო და ხშირად ბარდა; და იტალ. al burro ან სიცილ. ô burru (კარაქით), ანუ პროშუტო და მოცარელათი ან ბეშამელის სოუსით.
არსებობს რამდენიმე რეგიონალური ვარიანტი, რომლებიც განსხვავდება შიგთავსითა და ფორმით. Arancini al ragù-ს აღმოსავლეთ სიცილიაში, განსაკუთრებით ისეთ ქალაქებში, როგორიცაა კატანია და მესინა, კონუსისებრი ფორმა აქვს, რაც შთაგონებულია ვულკან ეტნას ამოფრქვევით.[3]
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არანჩინი მომდინარეობს სიცილიური სიტყვის მრავლობითი რიცხვიდან, კერძოდ სიცილ. aranciu-დან (ფორთოხალი), რადგან მომზადების შემდეგ კერძი ფორმითა და ფერით ფორთოხალს წააგავს.[3]
სიცილიურ ენაზე arancini გრამატიკულად მრავლობით რიცხვშია წარმოდგენილი. შესაბამისი მხოლობითი რიცხვია ან მამრობითი სქესის arancinu ან მდედრობითი სქესის arancina.[4][5] სიცილიის აღმოსავლეთი მხარე, როგორც წესი, მამრობითი სქესის ფორმას იყენებს, ხოლო დასავლეთი მხარე - მდედრობითი სქესის.[6]
იტალიურ ენაში დამკვიდრებულია ამ სიტყვის მამრობითი ფორმა, თუმცა მდედრობით ფორმასაც იყენებენ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამბობენ, რომ არანჩინი მე-10 საუკუნის სიცილიაში წარმოიშვა, კუნძულის არაბული მმართველობის დროს. ამიტომ, იგი შესაძლოა ლევანტის რეგიონის ქიბის კერძისგან მომდინარეობდეს.[4][5] აკადემიკოსი ანეტ კონდელო არანჩინის წარმოშობას მე-18 საუკუნის სამხრეთ იტალიას მიაწერს, სადაც, მისი თქმით, ის ფორთოხლის მსგავსი იყო.[6]
სიცილიის ქალაქებში, პალერმოში, სირაკუზასა და ტრაპანიში, არანჩინი ტრადიციული კერძია წმინდა ლუსიას (იტალ. Santa Lucia) დღესასწაულისთვის, 13 დეკემბერს, როდესაც პური და მაკარონი არ მიირთმევა. ამით აღნიშნავენ მარცვლეულიანი გემის ჩამოსვლას წმინდა ლუსიას დღეს, 1646 წელს, რითაც შემსუბუქდა მძიმე შიმშილობა.[4]
დღეს, იტალიაში ამ კერძის მზარდი პოპულარობის გამო, არანჩინი მთელი წლის განმავლობაში გვხვდება სიცილიური კვების ობიექტების უმეტესობაში.[ა]
ინგრედიენტები და ვარიაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიცილიის კაფეებში გაყიდული არანჩინის ყველაზე გავრცელებული სახეობაა arancini cû sucu (არანჩინი ალ რაგუ ), რომელიც, როგორც წესი, შედგება პომიდვრის სოუსში მომზადებული ხორცისგან, ბრინჯისგან და მოცარელასგან ან სხვა ყველისგან. ბევრ კაფეში გვხვდება არანჩინი ცუ ბურუ (arancini al burro, კარაქით ან ბეშამელის სოუსით ) ან სხვა ვარიაციები, როგორებიცაა arancini chî funci (arancini ai funghi, სოკოთი), arancini câ fastuca (arancini al pistacchio, pistachio), ან arancini â norma (arancini alla norma, ბადრიჯნით).
რომაულ სამზარეულოში სუპლი მსგავსია, მაგრამ ხშირად ყველის შიგთავსი და განსხვავებული დამზადების მეთოდი აქვს). ნეაპოლში ბრინჯის ბურთულებს pall' 'e riso ეწოდება და ისინი სიცილიურ არანჩინებზე პატარაა, ზოგჯერ შიგთავსის გარეშეც.[4]
პოპულარულ კულტურაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იტალიურ ლიტერატურაში, ინსპექტორი მონტალბანო, ანდრეა კამილერის დეტექტიური რომანების მთავარი გმირი, არანჩინის ცნობილი მოყვარულია — განსაკუთრებით იმ კერძების, რომლებსაც მისი დიასახლისი და მზარეული ადელინა ჩირინჩიო ამზადებს. წიგნების სერიის წარმატებამ და სატელევიზიო ადაპტაციამ ხელი შეუწყო ამ კერძის იტალიის ფარგლებს გარეთ ცნობადობის გაზრდას.[4]
შენიშვნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არანჩინის რეცეპტი BBC Food-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Arancini. Collins English Dictionary. HarperCollins. ციტირების თარიღი: 20 May 2019
- ↑ "arancini" (US) and „arancini“. Lexico UK English Dictionary. Oxford University Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 March 2020.
- 1 2 Chef Rubio (2014). რედ. Sperling & Kupfer: Unti e bisunti. Sperling & Kupfer. ISBN 9788820090432.
- 1 2 3 4 5 I cugini di Palerma e il sesso degli arancini. Un complesso di inferiorità culinaria it. ციტირების თარიღი: 15 August 2014
- 1 2 „Arancina o arancinu? Una risposta esaustiva - Cadèmia Siciliana“. Cadèmia Siciliana (იტალიური). 30 December 2017. ციტირების თარიღი: 4 January 2018.
- 1 2 D'Ignoti, Stefania. The gender fight behind Sicily's most iconic snack en. ციტირების თარიღი: 24 January 2022
- ↑ Muffoletto, A. (1971). The art of Sicilian cooking. Doubleday, გვ. 52. ISBN 9780385038607.