არანისის პირველი ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არანისის ნამოსახლარი.

არანისის პირველი ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არანისის ტერიტორიაზე. ადგილ შარნეულში, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირას. თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულით.

1984 წელს გათხარა ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპერდიციამ. მიწის ზედაპირიდან 1,45 მეტრ სიღრმეზე, თხრილში, გამოვლინდა ცილინდრული მოყვანილობის ორმო რომელშიც აღმოჩნდა მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭლის ნატეხები, ცხოველების ძვლები და სხვა. არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]