შინაარსზე გადასვლა

არამისი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არამისი
დ’არტანიანის რომანები - პერსონაჟი
პირველი გამოჩენა „სამი მუშკეტერი“
ბოლო გამოჩენა „ვიკონტი დე ბრაჟელონი ანუ ათი წლის შემდეგ“
შემქმნელი ალექსანდრ დიუმა
ინფორმაცია
სქესი მამრობითი
აღმსარებლობა კათოლიკე
საქმიანობა მუშკეტერი, მღვდელი, ეპისკოპოსი, შეთქმულების მონაწილე

რენე დ’ერბლე, მეტსახელად არამისი — გამოგონილი პერსონაჟი ალექსანდრ დიუმას დ’არტანიანის რომანების სერიაში. ჩნდება წიგნებში: „სამი მუშკეტერი“ (1844), „ოცი წლის შემდეგ“ (1845) და „ვიკონტი დე ბრაჟელონი ანუ ათი წლის შემდეგ“ (1847—1850). ის და ორი სხვა მუშკეტერი, ათოსი და პორთოსი, თხზულების მთავარი პერსონაჟის, დ’არტანიანის ახლო მეგობრები არიან.[1]

არამისის პერსონაჟი ძალიან ზედაპირულადაა დაფუძნებული მუშკეტერ ანრი დ’არამიცზე.