არამილის სამების ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არამილის სამების ტაძარი
არამილის სამების ტაძარი — რუსეთი
არამილის სამების ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°42′00″ ჩ. გ. 60°49′48″ ა. გ. / 56.70000° ჩ. გ. 60.83000° ა. გ. / 56.70000; 60.83000
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა არამილი, სვერდლოვსკის ოლქი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVIII საუკუნე

არამილის სამების ტაძარი (რუს. Свято-Троицкий храм) — მართლმადიდებლური ეკლესია სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ არამილში. ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა 1784-1790 წლებში.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ეკატერინბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII საუკუნის დასასრულს არამილში ააგეს პირველი ხის ეკლესია, მაგრამ არც თარიღი და არც სახელწოდება არაა ცნობილი. ეკლესია მცირე ხანს იდგა, რადგან დაწვეს ბაშკირებმა 1709 წლის აჯანყების დროს. 1712-1717 წლებში მიტროპოლიტ იოანე ტობოლსკელის ლოცვა-კურთხევით ააგეს ხის ეკლესია ქრსისტეს შობის სახელზე, რომელიც დაიწვა 1782 წელს. ხანძრის შემდეგ გადარჩა მხოლოდ სამრეკლო, რომელსაც 1783 წელს მიაშენეს პატარა ტაძარი და საკურთხეველი. ეს ეკლესია იყო მცირე და 1784 წლის 30 აპრილს დაიწყეს ახალი ხის ეკლესიის მშენებლობა წმინდა სამების სახელზე. 1790 წლის 20 ივნისს ტაძარი ააშენეს და აკურთხა ეპისკოპოსმა ვარლაამმა.

ახლანდელი სამსაკურთხევლიანი ქვის ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს 1830 წელს და მხოლოდ რვა წლის შემდეგ აკურთხეს მარცხენა ეგვტერი ღვთისმშობლის შობის სახელზე. 1842 წლის 6 ივნისს მთავარი ტაძარი აკურთხა ეპისკოპოსმა მელქისედეკმა. უკანასკნელი მარჯვენა ეგვტერი ეპისკოპოსმა იოანემ აკურთხა ელია წინასწარმეტყველის სახელზე.

ეკატერინბურგის ეპარქიის სახელმძღვანელო წიგნის მიხედვით 1915 წლისთვის ეკლესიის შტატში შედიოდა ორი მღვდელი, ერთი დიაკვანი და ორი მეფსალმუნე. მრევლის რაოდენობა იყო დაახლოებით ოთხი ათასი კაცი.

1937 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა, სამრეკლო და ეკლესიის გალავანი დაანგრიეს. ასევე გაანადგურეს სასაფლაოც. ეკლესიაში საბჭოთა პერიოდში თავდაპირველად განთავსებული იყო სკოლა, შემდეგ კი მაღაზია.

1990 წელს შენობა დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. 1991 წლიდან ეკლესიაში მიმდინარეობს ღვთისმსახურება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]