არამიანცის საავადმყოფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არამიანცის საავადმყოფო — პირველი საავადმყოფო ძველ თბილისში. საავადმყოფოს სახელწოდება დაკავშირებული იყო ვაჭარ არამიანცის სახელთან, რომელმაც 100 000 მანეთი გაიღო მის ასაშენებლად.[1] შემდგომში ეწოდებოდა პირველი კლინიკური საავადმყოფო. გაიხსნა XX საუკუნის დასაწყისში. მშენებლობის ინიციატორები იყვნენ ნიკო ნიკოლაძე და თბილისის საქალაქო თვითმმართველობის ექიმი ხმოსნები: ს. ვაცაძე, გ. გედევანიშვილი და ტ. სტეპანოვი. საავადმყოფო მდებარეობდა ისანში. გათვალისწინებული იყო თბილისის შედარებით შეჭირვებულ მოსახლეობაზე.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ир. Татишвили, И. Курчишвили, Основные этапы развития медицины в Грузии, მოსკოვი .,1964. გვ. 251
  2. ჯანელიძე ო., დაუშვილი ა., ხოსიტაშვილი მ.,, „თავისუფალი საქართველოს დედაქალაქი თბილისი 1918-1921 წლებში“, თბ., 2019. — გვ. 88, ISBN 978-9941-9553-1-9 Invalid ISBN.