არამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არამა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  წეროსნაირნი
ოჯახი:  არამასებრნი
გვარი:  არამა
სახეობა:  არამა
ლათინური სახელი
Aramus guarauna (Linnaeus, 1766)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22692174

არამა (ლათ. Aramus guarauna) — ფრინველი, არამასებრთა ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელი.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო ზომის, ჭაობის ფრინველია. მისი სხეულის სიგრძე დაახლოებით 66 სმ-ს შეადგენს. ფრთის შლილი 102 სმ-ია, მასა 1,1 კგ. თავი პატარაა, ნისკარტი გრძელი, ოდნავ გვერდებზე გაბრტყელებული და ქვედა მხარეს მოღუნული. ფრთებ მომრგვალებული და ფართოა. კუდიც აგრეთვე მომრგვალებულია, შედარებით მოკლე. შეფერილია მურა-ზეთისხილისფრად; კისრის ქვედა მხარეს, მკერდსა და ფრთები გარე ბუმბულზე აყრია თეთრი ლაქები. ფეხები და ფეხის თითები გრძელია. სქესობრივი დიმორფიზმი (განხვავება დედალსა და მამალს შორის) სუსტადაა გამოხატული. ფრენისას წეროს წააგავს, ფრენს გაჭიმული კისრითა და ფეხებით.

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არამა გავრცელებულია ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატში, აგრეთვე ანტილის კუნძულებზე. ჩრდილოეთი საზღვარი გადის აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ძირითადად ფლორიდაში. სახლობენ მექსიკის, ვესტ-ინდოეთის, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის ქვეყნების ტერიტორიის დიდ ნაწილზე, სამხრეთით ცენტრალურ არგენტინამდე.

გვხვდება ხშირ ბუჩქნარში, ტყის მასივებში, ამიტომ უპირატესობას მტკნარწყლოვან დაჭაობებულ ადგილებს ანიჭებს. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ტბის, ტბორის ან მდორე მდინარის დაჭაობებული ადგილები. კარიბის ზღვის კუნძულებზე მშრალ ტერიტორიებზე გვხვდება, წყლისგან მოშორებით. ხშირად შეიმჩნევა ბუჩქზე ან გამხმარ ხეზე ჩამომჯდარი არამა.

ცხოვრების ნირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაშლილი ფრთა

არამები უმთავრესად მარტო, გამრავლების დროს კი წყვილებად ცხოვრობენ. შეიძლება მცირე გუნდებადაც შეიყარონ, სადაც 12-მდე წევრია გაერთიანებული. ხშირ ბუჩქნარში ღამის ქანდარაზე ჯდომის დროს ძნელად შესამჩნევია, დანარჩენ დროს საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ეწევა და არ იმალება, განსაკუთრებით საკვების ძიების დროს. ამით ახლოს დგას წეროებთან და დიდად განხვავდება მეჭვავიებისაგან.

კარგად ცურავს, თუმცა უხალისოდ ფრენს. საფრთხის შემჩნევის დროს უპირატესობას გაქცევად ანიჭებს, ვიდრე დიდ მანძლზე გადაფრენას და იმალება ახლომდებარე ბუჩქნარში. ფრენს ნელა, ნარნარად; ამ დროს ფეხებსა და კისერს გაიშვრს ხოლმე წეროსავით. მიწაზე მოუხერხებლად გადაადგილდება, წააგავს მთვრალის სიარულს, რის გამოც მიიღო თავიი ინგლისური დასახელება „limpkin“.

დიდ მანძილზე არ მიგრირებს, თუმცა წვიმის ან გვალვის პერიოდის დროს არეალის ფარგლებში ერთი ადგილიდან მეორეზე მომთაბარეობა შეუძლია. არამას ხმა არ წააგავს არცერთ სხვა ფრინველისას, არის მწივანა, დისონანსირებული, ძლიერი კივილი; აგრეთვე შეუძლია წყნარი წკარუნისებრი ბგერების გამოცემა. ეს ფრინველი დილით ადრე, ღამე ან მოღრუბლულ დღეებში ყვირის.

კვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითადად იკვებება მტკნარი წყლის მუცელფეხიანებითამპულიარიებით Pomacea-ის გვარიდან. ნელა გადაადგილდება წყალმარჩხ ადგილებში და ეძებს ამ არსებებს, ხშირად სიარულის დროს მაღლა წევს ერთ ფეხს და აშტერდება წყალს ან ნისკარტის ქექავს შლამს ფსკერზე. მუცელფეხიანის დაჭერის შემდეგ, მის ნიჟარას უკან, წყალში აგდებს. ბარტყები პირდაპირ მშობლების ნისკარტიდან იღებენ საკვებს. ამპულიარიების გარდა არამა იკვებება მიტილუსით, მწერებით, კიბოებით, ჭიაყელებით, ბაყაყებით, მცირე ზომის რეპტილიებითა და მცენარეთა თესლებით.

გამრავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარტყი

ბუდობენ მთელი წლის მონაკვეთზე. ბუდეს წყალთან ახლოს აშენებენ, მიწაზე ხშირ მცენარეულობაში, ბუჩქზე ან ხეზე მიწიდან 6 მეტრის სიმაღლემდე. სამშენებლო მასალად იყენებენ ლელქაშის ან ბალახის ღეროებს, მცენარეების გადახლართულ წვრილ ბოჭკოებს. დედალი დებს 4–8 (უფრო ხშირად 6) ჭუჭყიან თეთრ ან ღია ყავისფერ კვერცხს მურა ან რუხი ლაქებით, ზომაში 56×44 მმ-ია. ინკუბაცია 27 დღემდე გრძელდება.[1] კრუხობს ორივე მშობელი და ბარტყებზეც ორთავენი ზრუნავენ. გამოჩეკილი ბარტყები მუქი ყავისფერი ღინღლით არიან დაფარული, ბუდეს ერთი დღის განმავლობაში ტოვებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bryan, D.C. „Family Aramidae (Limpkin).“ In Handbook of the Birds of the World. Vol. 3. Hoatzin to Auks, edited by J. del Hoyo, A. Elliott, and J. Sargatal. Barcelona: Lynx Edicions, 1996.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dana, Bryan. (2002)Limpkin (Aramus guarauna). Cornell Lab of Ornithology. ციტირების თარიღი: 24 February 2010.