არალის მამა იოსების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არალის მამა იოსების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება კათოლიკური ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
ადგილმდებარეობა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი არალი
სასულიერო სტატუსი მოქმედი

არალის მამა იოსების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის ცენტრში. აგებულია 1860 წელს.

ეკლესია დარბაზული ნაგებობაა, ნაგებია ნათალი ქვის კვადრებით. გადახურულია ქვის ფილებით. შესასვლელი დასავლეთ და სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში ოთხ-ოთხი, ხოლო აღმოსავლეთის და დასაველთის კედლებში თითო სწორკუთხა და ოთხ-ოთხი ლუნეტისებური სარკმელია. ტაძარს სამხრეთიდან მიდგმული აქვს სამსართულიანი სამრეკლო, რომლის პირველი სართული ყრუ სივრცეა, მეორე სართული ოთხ სწორკუთხა სვეტებზე გადასული თაღოვანი ფანჩატური, მესამე სართული კი მრგვალ სვეტებზე გადასული თაღოვანი სამრეკლოა. ამ სართულის სვეტები XIX საუკუნის ბოლოს, სამცხე-ჯავახეთის მონოფიზიტურ-კათოლიკური ძეგლებისთვის მახასიათებელი პროფილირებული კაპიტელებით სრულდება. ნაგებობა დახურულია ქვის რვაკუთხა სახურავით. მესამე სართულის სამხრეთ და აღმოსავლეთ სარტყელზე ქართული მხედრული წარწერაა:

ვიკიციტატა
„აშენდა სამრეკლო ესე 1860 სა ბარხიბის ჟამს ბალახოვს.“

ტაძარს აღმოსავლეთიდან ტაძრის საპერანგე ქვების შესაბამისი ქვებით მიშენებული აქვს თაღოვანი ფანჩატური მადონას ქანდაკების დასაბრძანებლად, ხოლო სამხრეთიდან დახურული კარიბჭე-სათავსო. ორივე მინაშენი ასევე ქვის ფილებითაა გადახურული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17759