არადეთის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან არადეთის ბრძოლა 1483)
არადეთის ბრძოლა
თარიღი 1483
მდებარეობა არადეთი
შედეგი სამცხის გამარჯვება
მხარეები
სამცხე-საათაბაგო საქართველო
მეთაურები
ყვარყვარე II ჯაყელი გიორგი VIII

არადეთის ბრძოლა 1483 — შინაპოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდი ფეოდალურ საქართველოში. აგვისტოში სამცხის ათაბაგი ყვარყვარე II ჯაყელი, რომელიც აღარ ემორჩილებოდა სამეფო ხელისუფლებას, არეშის (ახლა აზერბაიჯანშია) დარბევის შემდეგ ქართლის გზით ბრუნდებოდა სამცხეში.

სოფ. არადეთთან მას გზა გადაუღობა ქართლის ფეოდალთა ლაშქარმა და ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის მორჩილება მოსთხოვა. ბრძოლა კონსტანტინე II-ის მომხრეთა დამარცხებით დამთავრდა. ამ მარცხმა კიდევ უფრო დაასუსტა სამეფო ხელისუფლება, რითაც ისარგებლეს დასავლეთ საქართველოს ფეოდალურმა წრეებმა, გაამეფეს იქ ალექსანდრე II და იმერეთი დამოუკიდებელ სამეფოდ გამოაცხადეს. ამგვარად არადეთის ბრძოლამ ხელი შეუწყო საქართველოს პოლიტიკური დაშლის პროცესს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]