არაგვი დუშეთი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არაგვი დუშეთი
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი არაგვი დუშეთი
სტადიონი დუშეთის ცენტრალური სტადიონი
(ტევადობა: 2000 [1])
ლიგა ეროვნული ლიგა 3
ძირითადი ფორმა

„არაგვი“საქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ დუშეთიდან. საშინაო მატჩებს ატარებს დუშეთის ცენტრალურ სტადიონზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008/2009 წლების სეზონში დუშეთის „არაგვმა“ შიოლა შიოლაშვილის ხელმძღვანლეობით მეორე ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა, რის შედეგადაც შემდეგ სეზონში პირველ ლიგაში უნდა ეთამაშა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო დუშეთის მუნიციპალიტეტმა კლუბი გათამაშებიდან მოხსნა. კლუბის დაშლის მიუხედავად საფეხბურთო სკოლამ მაინც განაგრძო არსებობა დუშეთში.[2]

რამდენიმე წლის შემდეგ კლუბი აღდგა, თუმცა ფინანსური პრობლემები ბოლომდე მაინც ვერ გადაიჭრა. ინტერვიუში „არაგვის“ გენერალურმა დირექტორმა სოსო ჭიკაიძემ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ აღმოჩენილი დახმარება არ იყო საკმარისი გუნდის ასაწყობად.

2017 წლის აგვისტოში დადასტურდა, რომ კლუბის მთავარი სპონსორი გახდა კომპანია „ჯაბა კრედიტი“. ამის შემდეგ „არაგვმა“ რამდენიმე ახალი მოთამაშე დაიმატა.[3]

2017 წელს „არაგვი“ რეგიონულ ლიგის „ბ“ ჯგუფში ასპარეზობდა. საბოლოო ჯამში გუნდმა სატურნირო ცხრილში 60 ქულით მეორე ადგილი დაიკვა. პლეი-ოფფის მატჩში გორში დუშეთის „არაგვმა“ წალენჯიხის „სქურს“ სძლია და მესამე ლიგაში აღზევდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]