არაგვის ხევსურეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არაგვის ხევსურეთი, პირაქეთა ხევსურეთიხევსურეთის კავკასიონის სამხრეთით მდებარე ტერიტორია. განთავსებულია ხევსურეთის არაგვის ხეობაში. ზოგადად არაგვის ხევსურეთს ჰქვია საკუთრივ ხევსურეთი ხოლო, პირიქითა ხევსურეთს ხევსურები არხოტიონს და არდოტიონს ეძახიან. დღესდღეობით ახოტიონიც და არდოტიონიც ხევსურეთად მოიაზრება.

ადგილმდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაგვის ხევსურეთს ჩრდილოეთიდან საზღვრავს კავკასიონის ქედი და არხოტიონი, აღმოსავლეთიდან არდოტიონი და ფშავი, დასავლეთიდან ხევი, სამხრეთიდან ფშავი და მთიულეთი.

თემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირაქეთა, ანუ ბუდე ხევსურეთში იყო ხუთი თემი: არაგვის ხეობის თემი, ლიქოკის ხეობის თემი, ბისო, გორშეღმის თემი, წყალსიქითის ხეობა.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ა. ჭინჭარაული, „ხევსურული ლექსიკონი“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, თბ. 2005 წ.
  • ა. ოჩიაური, „ქართული ხალხური დღეობების კალენდარი: ხევსურეთი II“ (ბუდე-ხევსურეთი, შატილ-მიღმახევი), თბ. 2005 წ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 268 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0