არაგვის კარი (კარიბჭე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არაგვის კარი (ფრაგმენტი)
კინოთეატრის ფასადი არაგვის კარზე

არაგვის კარი — გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის მცხეთის ზღუდე-გალავანში დატანებული ერთ-ერთი ძირითადი კარიბჭე, ქართველთა სამშენებლო ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუში (არაგვის კარი ეწოდა იმიტომ, რომ იგი ქალაქს არაგვის მიმართულებით ჩრდილოეთის მხარესთან აკავშირებს). გამოვლინდა 1965 წელს მცხეთაში ფართოეკრანიანი კინოთეატრის მშენებლობის დროს (შესულია ამავე კინოთეატრის მოცულობაში). ალიზით ნაგები, 6 მ. სისქის ქალაქის ზღუდეში ჩაშენებული კარიბჭის გვერდის კედლები თლილი ქვითაა ამოყვანილი. კედლებს შორის გზისთვის დატოვებული ღიობი 4,8 მ. სიგანისაა. გზა მოკირწყლული იყო და ჰქონდა ბორდიურით გამოყოფილი, ფეხით სავალი ვიწრო ბილიკი. კარიბჭე ორივე მხრიდან ალიზითვე ნაგები კოშკებით იყო გამაგრებული. კარი ასაწევი უნდა ყოფილიყო და მძიმედ შეჭედილი. დიდ კარს, სავარაუდოდ, ქარავნების გასატარებლად აღებდნენ, მგზავრთათვის კი კარიბჭეში მცირე ზომის შესასვლელი იყო გაჭრილი.

კარიბჭის გაწმენდა-გამოვლინების დროს გათხარეს მის დონეზე და უფრო ღრმად მდებარე ძვ. კულტურული ფენები (სამაროვანი, ნამოსახლარი), რომლებიც მოიცავენ ძვ. წ. II საუკუნიდან — ახ. წ. VIII საუკუნამდე ხანას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]