არაბული სალათი
|
| |
| ტიპი | სალათი |
|---|---|
| რიგითობა | აპეტაიზერი/მეზე |
| ტემპერატურა სერვირების დროს | ცივი |
| მთავარი ინგრედიენტები |
ბოსტნეული და სხვადასხვა ტიპის სანელებელი |
არაბული სალათი — არაბული სამზარეულოს შემადგენელი ნაწილი. ეს ტერმინი აერთიანებს მრავალფეროვანი ხილის, ბოსტნეულისა და სანელებლის ნაზავს და ხშირად მიირთმევენ მეზეს ნაწილად. არაბული სალათები მოიცავს ლიბიისა და ტუნისის სამზარეულოს გარკვეულ ნაწილებსაც, როგორებიცაა ტუნისური სალათი, შავი ზეთისხილისა და ფორთოხლის სალათი (salatat zaytoon) და შემწვარი სალათი (მზადდება წიწაკის, პომიდვრის, ნივრისა და ხახვისგან, უმატებენ ზეთილსა და თინუსს).
გარდა ამისა, არაბულ სალათებად ითვლება სირიული და ლიბანური კერძებიც, მაგ. არტიშოკის სალათი (salatat khurshoof) და ჭარხლის სალათი. (salatat shamandar). ამავე კატეგორიაში შედის პალესტინური და იორდანიული სალათები.[1] სხვა პოპულარული არაბული სალათებია ფატუში და ტაბული.[2][3]
ჟურნალში „Woman's Day“ გამოქვეყნებული არაბული სალათის რეცეპტი შეიცავს დაჭრილ პომიდორს, კიტრსა და ხახვს.[4] მომზადებისას, ხახვის გარდა, ყველა ბოსტნეულს ფრცქვნიან. ამ ინგრედიენტებს ხშირად ურევენ ახალ ოხრახუშს, პიტნას ან რეჰანს და უმატებენ ახლად გაწურული ლიმონის წვენსა და ზეითუნის ზეთს. არაბული სალათი არ შეიცავს სალათის ფურცლებს. ეს კერძი მომზადებისთანავე უნდა მიირთვათ. სხვა ვარიაციებში სალათს მიირთმევენ შემწვარ პიტას ნაჭრებთან ერთად. შესაძლოა ლიმონისა და ზეთის სოუსს სუმაკიც დაუმატონ.[5]
რეგიონული ვარიაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სირია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შაიფურა სირიული სალათია, რომელიც შანკლიშის, დაჭრილი პომიდვრის, ხახვისა და სხვა მრავალგვარი ინგრედიენტისგან მზადდება.[6] მას შანკლიშის სალათსაც უწოდებენ და პოპულარულია მეზობელ ქვეყნებშიც.[7]
პალესტინა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პალესტინაში არაბული სალათი ცნობილია, როგორც „ალ-ბუნდურა” (პომიდვრის სალათი). მას ბრინჯის კერძებთან მიირთმევენ.[8][9] კერძს ასევე უწოდებენ „ფალახიეს” (ლევანტური არაბული: سلطة فلاحية, სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „გლეხის სალათი“) ან „წვრილად დაჭრილ სალათს“. ასევე ცნობილია მისი ტაჰინის სოუსით მომზადებული ვერსია.[10] კიდევ ერთი ვარიაციაა დაგას სალათი, რომელიც პოპულარულია ღაზას სექტორში და მზადდება კამის თესლის, წიწაკისა და პომიდვრის სანაყში დანაყვით.[11][12]
ეგვიპტე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბალადის სალათი[13][14] არის ეგვიპტური კერძი, რომელიც მზადდება კიტრის, პომიდვრის, პიტნის, ხახვისა და ვინეგრეტის სოუსისგან.
მსგავსი კერძები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახლო აღმოსავლეთში არაბული სალათის მსგავსი კერძებია სპარსული (შირაზის), ებრაული, თურქული და ბერძნული სალათები.[15]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Salloum et al., 1997, p. 56-58.
- ↑ Shulman, 2007, p. 128.
- ↑ Wright, 2001, p. 251.
- ↑ Women's Day Magazine: Arabic Salad დაარქივებული July 6, 2011, საიტზე Wayback Machine.
- ↑ 6abkhat Ummi: Recipes from Bahrain and the Rest of the Middle East: Sala6a - Arabic Salad (September 22, 2007).
- ↑ „"الشنكليش أو السوركي أو الشعيفورة".. مونة المطبخ الشعبي السوري“ [Shanklish, Surki, or Sha'foura: A staple of the Syrian cuisine]. Al-Khabar (არაბული). 10 April 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 Jul 2021. ციტირების თარიღი: 20 September 2025.
- ↑ Shanklish salad en (30 November 2023). ციტირების თარიღი: 20 September 2025
- ↑ Arabic Salad Recipe
- ↑ Farsoun, 2004, p. 138.
- ↑ „How to make Palestinian tahini salad“. Middle East Eye (ინგლისური). 8 May 2019. ციტირების თარიღი: 19 September 2025.
- ↑ „The Rise of Palestinian Food“. The New York Times Style Magazine. 13 Feb 2020. ციტირების თარიღი: 19 September 2025.
- ↑ Berger, Miriam (24 October 2018). „To Understand Gaza, Start with What People Are Eating—and Why“. VICE. ციტირების თარიღი: 19 September 2025.
- ↑ „This Egyptian-Texan Joint Adds Spice to the Typical Barbecue Tray“. Texas Monthly. 1 Dec 2022. ციტირების თარიღი: 19 September 2025.
- ↑ „How Texas barbecue continues to incorporate global flavors“. Houston Chronicle. 30 Nov 2024. ციტირების თარიღი: 19 September 2025.
- ↑ Kassis, Reem. „Salata Falahiyeh (Palestinian or Farmers Salad) Recipe“. Serious Eats (ინგლისური). ციტირების თარიღი: 17 August 2025.