არაბულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არაბულა

კავკასიური არაბულა (Arabis caucasica)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Arabis (L., 1753)
სინონიმები

არაბულა[1][2] (ლათ. Arabis) — ერთ- და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი კომბოსტოსებრთა (ჯვაროსანთა) ოჯახისა. ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის კლდის მცენარეებია. მეყვავილეობაში კულტივირებულია ალპური (A. alpina) და კავკასიური არაბულა (A. caucasica) — მრავალწლოვანი მარადმწვანეეები, რომლებიც 20–30 სანტიმეტრის სიგრძის დაუფესვიანებელი სქლადშეფოთლილი ყლორტებითაა მოფენილი. ფოთლები მორუხო, დანაკვთილი და მომრგვალებულია. მოკლე მტევნებში სხედან თეთრი, ვარდისფერი, სურნელოვანი, მცირე ზომის ყვავილები. ყვავის აპრილიდან ივნისამდე, მსხმოიარობს ივლისში. მრავლდება თესლითა (ითესება გაზაფხულზე) და კალმით (ყვავილობის დასრულების შემდეგ). სინათლის მოყვარული და სიცივეგამძლეა, იყენებენ ალპინარიუმებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. არაბულა // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  2. Arabis — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.