შინაარსზე გადასვლა

არაბიკის კარსტული უფსკრული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არაბიკის კარსტული უფსკრული
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გაგრის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 2180 
ამგებელი ქანები კირქვა

არაბიკის კარსტული უფსკრულიმღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში, არაბიკის კირქვულ მასივზე. ძირითადი ჩასასვლელი ორთაბალაგანის ტროგულ ხეობაშია, ზღვის დონიდან 2180 მეტრის სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაიურულ-ქვედაცარცული ძლიერ დამსხვრეული კირქვების წყებაში, ბერჭილის ანტიკლინის თაღურ ზოლში.

მღვიმის ზედა ნაწილში (550 მეტრის სიმაღლეზე) კარგად არის გამოსახული ჭები და შახტები, ქვედაში - დახრილფსკერიანი დერეფნები. აღსანიშნავია კოლბისებური ფორმის გიგანტური დარბაზი (სიმაღლე 271 მეტრი - ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში. მოცულობა 600 ათასი მ³). ეს დარბაზი ნაპრალთა ინტენსიური თავმოყრის უბანს ემთხვევა. 700 მეტრის სიღრმეზე არის მეცნიერებათა აკადემიის სახელობის დარბაზი (მოცულობა 150 მ³). მღვიმის მნიშვნელოვანი სუბჰორიზონტული მონაკვეთები 150 და 570 მეტრის სიღრმეზე იწყება. აქვს მრავალი განშტოება. ერთ-ერთი მათგანია კრუბერის უფსკრული. ინდიკატორული ცდით დადასტურდა, რომ არაბიკის მღვიმურ სისტემაში გამდინარე ნაკადი (დებიტი 20-50 ლ/წმ, ტემპერატურა 1.5-2.5 °C) გამოსავალს პოულობს რეპრუასა და ცივწყალას ვოკლუზურ წყაროებში. იგი ერთ-ერთი უღრმესი კარსტული ჰიდროსისტემაა მსოფლიოში. მღვიმის ბოლო წეტილი (1110 მეტრი) ნაზვავით არის ამოქოლილი, რომელშიც იფილტრება მიწისქვეშა ნაკადი.