არაბაჰმეთის მეჩეთი
არაბაჰმეთის მეჩეთი | |
---|---|
![]() | |
![]() | |
ძირითადი ინფორმაცია | |
გეოგრაფიული კოორდინატები | 35°10′38″ ჩ. გ. 33°21′28″ ა. გ. / 35.17722° ჩ. გ. 33.35778° ა. გ. |
რელიგიური წევრობა | ისლამი |
ქვეყანა |
![]() |
სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
ხუროთმოძღვრული ტიპი | მეჩეთი |
ხუროთმოძღვრული სტილი | ოსმალური არქიტექტურა |
თარიღდება | XVI საუკუნე |
დეტალები | |
მინარეთი რაოდენობა | 1 |
არაბაჰმეთის მეჩეთი ![]() |
არაბაჰმეთის მეჩეთი (თურქ. Arabahmet Camii) — მეჩეთი ჩრდილოეთ ნიქოზიის დასავლეთ ნაწილში, არაბაჰმეთის კვარტალში, ჩრდილოეთი კვიპროსი. იგი ააგეს XVI საუკუნის ბოლოს.[1] მეჩეთს სახელი ეწოდა ოსმალეთის არმიის მეთაურის სახელის მიხედვით.[1][2] მეჩეთის ბაღში დაკრძალულია რამდენიმე მნიშვნელოვანი პიროვნება.[1][3]
ეს არის კლასიკური ოსმალური არქიტექტურის ნიმუში. ფართომასშტაბიანი რენოვაციის საჭიროების გამო, იგი განაახლეს 1845 წელს. მეჩეთი მართკუთხა ფორმისაა და ერთადერთია კვიპროსში, რომელსაც ტიპიური თურქული გუმბათი აქვს. დიდი ცენტრალური გუმბათი ფარავს მეჩეთის მთავარ ნაწილს, ხოლო სამი უფრო მცირე ზომის გუმბათი — მის შესასვლელს. კიდევ ოთხი გუმბათი ფარავს მის კუთხეებს.[4]
მეჩეთი შედგება დიდი ნახევარსფერული გუმბათისგან (დაახლოებით 6 მეტრის დიამეტრით), რომელიც ეყრდნობა ჩვეულებრივ ბიზანტიურ ჯვრისებრ გეგმას. მეჩეთის წინ არის პორტიკი, რომელიც დაფარულია სამი უფრო მცირე გუმბათით. ამ დამახასიათებელი თურქული ძეგლის მკაცრ სიმარტივეს არ არბილებს არანაირი ჩამოსხმული ან ნაკვეთი დეტალები. ამჟამინდელი სტრუქტურა თარიღდება 1845 წლით.
არაბაჰმეთის მეჩეთის ადგილზე იდგა ეკლესია, რომლის რამდენიმე დაზიანებული ფრაგმენტი კვლავ შემორჩენილია მეჩეთის ტერიტორიაზე და მიმდებარე სახლებში. შემორჩენილია კარის ზღურბლი, რომელზეც ამოკვეთილია ფარი ორი ერთმანეთის პირისპირ მდგომი ლომის გამოსახულებით. მაგრამ ყველაზე უჩვეულო გადარჩენილი ნივთი ძველი ეკლესიიდან არის XIV საუკუნის საფლავის ქვების მცირე კოლექცია.
მრავალი ფრაგმენტული წარწერიანი ქვებიდან ყველაზე საინტერესო ინახავს ვენეციელი გასპარ მავროცენისა (1402 წ.) და უგ დე მიმარსის სახელს (1324 წ.). ამ ფრაგმენტების უმეტესობა შესრულებულია შუა საუკუნეების ბერძნული დამწერლობით. ასევე არის ორი საფლავის ფილა ერთნაირი დიზაინით, იტალიის XVI საუკუნის რენესანსის სტილის დაბალი რელიეფით. ეს ორი ფილა არის კოლექციაში ერთადერთი რელიეფურ სტილში შესრულებული.[5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 The Arabahmet Mosque, Nicosia, Cyprus
- ↑ Arabahmet (Arap Ahmet) Mosque in North Nicosia - Cyprus44, the north cyprus guide
- ↑ Arabahmet Mosque, Nicosia, Cyprus, cypnet.co.uk.
- ↑ Ahmet Gazioglu, The Turks in Cyprus - A Province of the Ottoman Empire, London, 1990
- ↑ "A description of the historic monuments of Cyprus. Studies in the archaeology and architecture of the island" by George Jeffery, Nicosia 1918