აჟინოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აჟინოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია
აჟინოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია — რუსეთი
აჟინოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა აჟინოვი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი რეტროსპექტივიზმი
თარიღდება 1904-1914

აჟინოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (რუს. Церковь Рождества Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია ბაგაევის რაიონის ხუტორ აჟინოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას. აგებულია 1914 წელს.

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ბაგაევის რაიონი, ხუტორი აჟინოვი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარე სურათები
ეკლესიის ხედი
ეკლესიის ხედი

აჟინოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესიიის მშენებლობა დაიწყო 1904 წელს. ეკლესიის მშენებლობა დასრულდა 1914 წელს, როდესაც დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, შემდეგ ოქტომბრის რევოლუცია, ხოლო ამას მოჰყვა რუსეთის სამოქალაქო ომი. ეკლესია სამსაკურთხევლიანი იყო. მთავარი საკურთხეველი აკურთხეს ღვთისმშობლის შობის სახელზე, გვერდის საკურთხევლები წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა გიორგის სახელზე.

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ეკლესიაში ღვთისმსახურება აიკრძალა, იგი დახურეს და დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა, როგორც საწყობი. ეკლესია დაზარალდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც მას დაეცა ავიაბომბი. 1960-იან წლებში ეკლესიაში ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო ფრესკების ნახვა. 1970-იან წლებში ხელისუფლებამ მოანგრია ცენტრალური გუმბათი. ასეთ ნახევრადდანგრეულ მდგომარეობაშია ეკლესია ამჟამადაც.

აჟინოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში ღვთისმსახურება აღსდგა 2000 წელს. ამ დრომდე მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც სახსრების არ ქონის გამო ფერხდება. ეკლესიის აღდგენაში მონაწილეობენ დონის კაზაკები. ამჟამად ეკლესია ავარიულ მდგომარეობაშია, ღვთისმსახურება მიმდინარეობს მის აღდგენილ მარცხენა საკურთხეველში. ეკლესიის წინამძღვარია ანატოლი მინაევი.

აჟინოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია შეტანილია დონის დაცული ძეგლების სიაში[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]