აჟდარ ისმაილოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აჟდარ ისმაილოვი
აზერ. Əjdər Tağı oğlu İsmayılov
Əjdər İsmayılov (1).JPG
დაბ. თარიღი 23 აპრილი, 1938(1938-04-23)
დაბ. ადგილი ჩომახთური
გარდ. თარიღი 13 მარტი, 2022(2022-03-13)[1] (83 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Azerbaijan.svg აზერბაიჯანი
საქმიანობა აზერბაიჯანული ლიტერატურა, თურქოლოგია და ფილოლოგია
მუშაობის ადგილი შარგ გაფისი და ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და მეცნიერების დოქტორი
მამა თაღი ისმაილოვი
ჯილდოები მედალი „პროგრესი“
საიტი ajdarismayilov.com

აჟდარ თაღიოღლუ ისმაილოვი (აზერ. Əjdər Tağıoğlu İsmayılov; 1938 წლის 23 აპრილი, ჩომახტური, ნახიჩევანის ასსრ — 13 მარტი, 2022, ბაქო) — აზერბაიჯანელი მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. „91“-თაგან ერთ-ერთი, აქტიური ფუძემდებელი პარტიისა „იენი აზერბაიჯან“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჟდარ ისმაილოვი დაიბადა 1938 წლის 23 აპრილს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ჩომახტურ-შარურის რაიონის სოფელ ჩომახტურში. 1961 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი.[2] 1963–1965 წლებში სწავლობდა აზერბაიჯანის თეატრალურ ინსტიტუტში, იყო რეჟისორ მეჰდი მამედოვის და მსახიობ რზა თაჰმასიბის სტუდენტი. 1961–1977 წლებში მუშაობდა სოფელ ჩომახტურის სკოლაში მასწავლებლად, სკოლის დირექტორად, შინაგან საქმეთა ორგანოების და გაზეთ „შარგ გაფისის“ („აღმოსავლეთის კარიბჭე“) თანამშრომელად, 1977–1994 წწ. ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურის კათედრის მასწავლებელად, უფროს ლექტორად, ასოცირებული პროფესორად და პროფესორად.

სამეცნიერო საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1969 წელს იყო აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნიზამის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის დისერტანტი. აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს მამედ არიფ დადაშზადეს ხელმძღვანელობით 1974 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ჰუსეინ ჯავიდის ისტორიული დრამები“ („წინასწარმეტყველი“, „კოჭლი თეიმური“, „სიავუში“, „ხაიამი“).

1982 წელს ისმაილოვმა დაიწყო კვლევა სადოქტორო დისერტაციის დასაწერად „ჰუსეინ ჯავიდის შემოქმედება და დემონიზმის ტრადიციები მსოფლიო ლიტერატურაში“, რომელიც დამტკიცდა ნიზამის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ. დისერტაციის ავტორი ამტკიცებს, რომ ჰუსეინ ჯავიდის რომანტიზმის წყარო ზარვანის ფილოსოფიაა („ავესტა“), ხოლო მისი ფილოსოფიური და ესთეტიკური ფასეულობები სათავეს თურქული „რეგულირებადი ლიტერატურიდან“ იღებს.

პედაგოგიური საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1961 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, აჟდარ ისმაილოვი დაბრუნდა მშობლიურ ჩომახტურში და ადგილობრივ რვაწლიან სკოლაში მასწავლებლობა დაიწყო. 1974–1975 სასწავლო წელს რვაწლიანი სკოლა აჟდარ მუალიმის (მასწავლებლის) პირადი ინიციატივით სრულ საშუალო სკოლად გადაიქცა. საგანმანათლებლო დაწესებულების ორსართულიანი შენობა თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. განათლების ამ ცენტრის დირექტორად აჟდარ ისმაილოვი დაინიშნა.

1977 წელს ნახიჩევანის საოლქო პარტიულმა კომიტეტმა აჟდარ ისმაილოვი ნახიჩევანის პედაგოგიურ ინსტიტუტში გაგზავნა, სადაც 1994 წლამდე ლიტერატურის განყოფილების მასწავლებლად, უფროს ლექტორად, დოცენტად და პროფესორად მუშაობდა .

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]