აპურიმაკი (მდინარე)
იერსახე
| აპურიმაკი | |
|---|---|
|
მდინარის ხედი | |
| ქვეყანა |
|
| სათავე | ანდები |
| სიგრძე | 1071 კმ |
| აუზის ფართობი | 125 ათ. კმ² |
აპურიმაკი (ესპ. Apurimac) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, პერუში. ქვემო დინებაში ეწოდება ენე, ტამბო. არის მდინარე უკაიალის მარცხენა მდგენელი. სათავეს იღებს ცენტრალურ ანდებში, ტიტიკაკის ტბის ჩრდილო-დასავლეთით.
აპურიმაკი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აპურიმაკი (ესპ. Río Apurímac) – მდინარეს აპურიმაკი ეწოდება სათავიდან 731 კმ.
ენე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ენე (ესპ. Ene) – მდინარის სახელწოდებაა () შემდეგი 181 კილომეტრი.
ტამბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტამბო (ესპ. Tambo) – მდინარეს ტამბო ეწოდება () ბოლო 159 კმ.
- სულ სიგრძე 1071 კმ.
- სულ აუზის ფართობი 125 ათ. კმ².
- წყლის საშუალო ხარჯი – 2,9 ათ. მ³/წმ.