აპოლო (მთვარის კრატერი)
| მთვარის კრატერი | |
|---|---|
| აპოლო | |
| ლათ. Apollo | |
|
ზონდ Lunar Reconnaissance Orbiter ფოტოების კოლაჟი | |
| მონაცემები | |
| ზვინულის სიმაღლე | უცნობია |
| დიამეტრი | 524.23 კმ[1] |
| მოცულობა | უცნობია |
| უდიდესი სიღრმე | 3.37 კმ (2015)[2] |
| ტიპი | დარტყმითი კრატერი |
| სახელწოდება | |
| ეპონიმი | აპოლო (კოსმოსური პროგრამა) |
| დამტკიცებულია | IAU (1970) |
| მდებარეობა | |
| 35°41′ ს. გ. 151°29′ დ. გ. / 35.683° ს. გ. 151.483° დ. გ. | |
| ციური სხეული | მთვარე |
| აპოლო | |
კრატერი აპოლო, Apollo basin, Basin XVI[3] (ლათ. Apollo) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის უკანა მხარის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა ამერიკული კოსმოსური პროგრამა აპოლოს პატივსაცემად (დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 1970 წელს).[1] კრატერის ფორმირება პრე-ნექტარული პერიოდით ივარაუდება.[2]
კრატერის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრატერის უახლოესი მეზობლებია ოპენჰაიმერის კრატერი დასავლეთით; ბარინჯერის კრატერი ჩრდილოეთით; კლიმენოვის კრატერი აღმოსავლეთით და ანდერსის კრატერი სამხრეთ-აღმოსავლეთით.[4] კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 35°41′S 151°29′W / 35.69° ს. გ. 151.48° დ. გ., დიამეტრი — 524.23 კმ,[1] სიღრმე — 3.37 კმ.[2]
კრატერს აქვს ორმაგი ზვინული, რომლის დიამეტრი გარე ზვინულის დიამეტრის ნახევარია. ორივე ქედი კრატერის არსებობის დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა და ახლა წარმოადგენს რკალის ფორმის მთის მონაკვეთების არარეგულარულ გროვას. კრატერის თასის ფსკერი მოფენილია სხვადასხვა ზომის მრავალრიცხოვანი დარტყმის კრატერებით, რომელთაგან ბევრს NASA-სთან დაკავშირებული ადამიანების სახელი ეწოდა. კრატერის ბევრი ადგილი დატბორილია ლავით და აქვს უფრო დაბალი ალბედო, ვიდრე მიმდებარე ტერიტორია. ყველაზე დიდი ასეთი ტერიტორიები მდებარეობს კრატერის ცენტრში და მის სამხრეთ ნაწილში. ლავის ნაკადების ასაკი დადგენილია 2.49-დან 3.51 მილიარდ წლამდე კრატერის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში (ერატოსთენე - გვიანი იმბრიული პერიოდი) და დაახლოებით 2.44 მილიარდი წელი კრატერის სამხრეთ ნაწილში (ერატოსთენის პერიოდი).
სატელიტური კრატერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აპოლოს კრატერს, სატელიტური კრატერები არ გააჩნია.[1]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Andersson, L. E.; Whitaker, E. A. (1982) NASA Catalogue of Lunar Nomenclature. NASA RP-1097.
- Blue, Jennifer. (July 25, 2007) Gazetteer of Planetary Nomenclature. USGS. ციტირების თარიღი: 2007-08-05
- Bussey, B.; Spudis, P. (2004) The Clementine Atlas of the Moon. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81528-4.
- Cocks, Elijah E.; Cocks, Josiah C. (1995) Who's Who on the Moon: A Biographical Dictionary of Lunar Nomenclature. Tudor Publishers. ISBN 978-0-936389-27-1.
- McDowell, Jonathan. (July 15, 2007) Lunar Nomenclature. Jonathan's Space Report. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-08. ციტირების თარიღი: 2007-10-24
- Menzel, D. H.; Minnaert, M.; Levin, B.; Dollfus, A.; Bell, B. (1971). „Report on Lunar Nomenclature by the Working Group of Commission 17 of the IAU“. Space Science Reviews. 12 (2): 136–186. Bibcode:1971SSRv...12..136M. doi:10.1007/BF00171763. S2CID 122125855.
- Moore, Patrick (2001). On the Moon. Sterling Publishing Co. ISBN 978-0-304-35469-6.
- Price, Fred W. (1988). The Moon Observer's Handbook. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33500-3.
- Whitaker, Ewen A. (1999). Mapping and Naming the Moon. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62248-6.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Apollo
- ↑ 2.0 2.1 2.2 Lunar Impact Crater Database (2015) Losiak et al., LPI Lunar Exploration Intern Program (2009). Revised by T. Öhman, LPI (2011) and (2015).
- ↑ Lunar Farside Chart (LFC-1A)
- ↑ Кратер Аполлон на карте LAC-121.. ციტირების თარიღი: 2020-07-05