აპოლო ბელვედერე
აპოლო ბელვედერე | |
---|---|
![]() | |
ავტორი | ლეოქარესი |
წელი | 120–140 წელი |
ტიპი | თეთრი მარმარილო |
სიმაღლე | 224 სმ |
ქალაქი | რომი |
აპოლო ბელვედერე ( იტალ. Apollo Belvedere) ―კლასიკური ანტიკური ხანის ცნობილი მარმარილოს ქანდაკება,ასევე უწოდებენ ბელვედერის აპოლონს ან პითიელ აპოლონს[1]. აღმოაჩინეს რომში, იტალიაში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნამუშევარი თარიღდება ახალი წელთაღრიცხვით II საუკუნის შუა პერიოდით და არის ბერძენი მოქანდაკის, ლეოქარესის[2] მიერ ძვ. წ. 330-320 წლებში შექმნილი ბრინჯაოს ქანდაკების რომაული ასლი. იგი აღმოაჩინეს იტალიაში XV საუკუნის ბოლოს, რენესანსის დროს და 1511 წელს ვატიკანის სასახლეში გამოფინეს ნახევრად საჯაროდ, სადაც დღემდე ინახება. ამჟამად ის ვატიკანის მუზეუმების კომპლექსის პიო-კლემენტინის მუზეუმშია.
XVIII საუკუნის შუა პერიოდიდან ის ნეოკლასიცისტების მიერ უდიდეს და უძველეს ქანდაკებად ითვლებოდა და ევროპელებისა და მსოფლიოს დასავლეთ ნაწილის ესთეტიკური სრულყოფილების იდეალებს განასახიერებდა.
დიზაინი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბერძენული ღმერთი აპოლონი გამოსახულია, როგორც მშვილდოსანი, რომელმაც ახლახანს ისარი ისროლა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი დეტალების შესახებ მეცნიერები და ისტორიკოსები კონსესუსამდე ვერ მივიდნენ, ტრადიციული შეხედულების თანახმად, აპოლონმა მოკლა დელფის მცველი გველი. ალტერნატიულად, შესაძლოა, ეს იყოს გიგანტი ტიტიოსის მკვლელობა, რომელიც მის დედას, ლეტოს, ემუქრებოდა, ან ნიობიდების ეპიზოდი.

დიდი თეთრი მარმარილოს ქანდაკება 2.24 მ სიმაღლისაა. მისი პოზა დიდი აღფრთოვანების საგანია, რადგან ფიგურას როგორც წინა მხარეს, ასევე პროფილშიც გვაჩვენებს. აპოლონის კუნთებს ისრის სროლის შემდეგ დაძაბულობა ეტყობა. მისი თმა, ოდნავ დახვეული, კისერზე კულულებად ეშვება და მოხდენილად ადის თავამდე, რომელიც გარშემორტყმულია სტროფიუმით, ღმერთებისა და მეფეების სიმბოლური შარავანდედით. ის სრულიად შიშველია, გარდა სანდლებისა და მოსასხამისა, რომელიც მარჯვენა მხარზე აქვს შემოხვეული, მარცხენა ხელით აწეული და ზურგს უკან გადაგდებული.
მარჯვენა ხელის ქვედა ნაწილი და მარცხენა ხელი აღმოჩენისას დაკარგეს და აღადგინა მოქანდაკემ და მიქელანჯელოს მოსწავლემ, ჯოვანი ანჯელო მონტორსოლიმ (1507–1563).
წყაროები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Réveil, Etienne Achille and Jean Duchesne (1828), Museum of Painting and Sculpture, or Collection of the Principal Pictures, Statues and Bas-Reliefs, in the Public and Private Galleries of Europe, Bossanage, Bartes and Lowell, Vol 11, p. 126. ("The Pythian Apollo, called the Belvedere Apollo")
- ↑ Belvedere Apollo en. ციტირების თარიღი: 2023-08-20