აპოლონიოს ეფესელი
გარეგნობა

აპოლონიოს ეფესელი (ბერძ. Ἀπολλώνιος; მოღვ. 180–210 წწ.) — ანტიმონტანისტი ბერძენი საეკლესიო მწერალი. სავარაუდოდ, მცირე აზიიდან. აპოლონიოსი საფუძვლიანად გაეცნო ეფესოს ქრისტიანულ ისტორიასა და ფრიგიელი მონტანისტების საქმეებს. პრედესტინატუსის უცნობი ავტორი ამბობს, რომ იგი იყო ეფესოს ეპისკოპოსი. [1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Unknown Author. Praedestinatus. I, 26, 27, 28; P.L., LIII, 596.