აპოლოგეტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აპოლოგეტები (ბერძნ. apologeomail - ვიცავ), რომის იმპერიაში უმთავრესად II-III საუკუნეებში მცხოვრები ადრინდელი ქრისტიანული მწერლები, რომლებიც თავიანთ "აპოლოგიებში" (apologia) იცავდნენ ქრისტიანობას წარმართობისა და იუდაიზმისაგან. აპოლოგეტები ამტკიცებდნენ, რომ ქრისტიანები იმპერიის ერთგული მოქალაქენი იყვნენ და მათი სარწმუნოება წარმართობაზე და იუდაიზმზე მაღლა იდგა, ხოლო იესო ქრისტე იყო მესია, რომელსაც მოელოდნენ და ა. შ.

აპოლოგეტების თხზულებებმა საფუძველი ჩაუყარეს აპოლოგეტიკას - ქრისტიანული ღვთისმეტყველების დარგს, რომლის მიზანია ქრისტიანობის დაცვა. უმნიშვნელოვანესი ადრინდელი აპოლოგეტები იყვნენ არისტიდე, იუსტინე, ტატიანე, ათენაგორა, თეოფილე, ტერტულიანე და სხვა. მათი თხზულებები ინარჩუნებენ ისტორიულ წყაროს მნიშვნელობას ადრინდელი ქრისტიანობის შესასწავლად. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV საუკუნე) აპოლოგეტიკური ლიტერატურა თანდათანობით გაქრა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]