შინაარსზე გადასვლა

აპოკალიპტო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„აპოკალიპტო“
ინგლ. Apocalypto
ჟანრი ეპიკური, ისტორიული, სათავგადასავლო
რეჟისორი მელ გიბსონი
პროდიუსერი

მელ გიბსონი

ბრიუს დავი
როლებში
  • რუდი იანგბლადო
  • რაულ ტრუხილო
  • მაიარა სერბულო
  • დალია ჰერანდესი
  • ჯონათან ბრუერი
  • ჯერარდო ტარასენა
  • როდოლფო პალასიოსი
  • ბერნარდო რუის ხუარესი
  • ამელ როდრიგო მენდოზა
  • რიკარდო დიაზ მენდოზა
  • ისრაელ კონტრერასი
კომპოზიტორი რუპეტ გრეგსონ უილიამსი
მწარმოებელი კომპანია

Touchstone Pictures

Icon Productions
დისტრიბუტორი

Buena Vista Pictures (ჩრდილოეთი ამერიკა)
Icon Film Distribution (გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია)

20th Century Fox (სპეციალური ტერიტორიები)
გამოსვლის თარიღი 8 დეკემბერი, 2006 წელი
ხანგრძლივობა 138 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა მაიას ცივილიზაციის იუკატანური ენა
ბიუჯეტი 40 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 120.7 მილიონი აშშ დოლარი

აპოკალიპტო (ინგლ. Apocalypto) — 2006 წლის ამერიკული ეპიკური ჟანრის ისტორიული სათავგადასავლო ფილმი, რომლის რეჟისორი და თანაავტორია მელ გიბსონი. ფილმში მონაწილეობენ ამერიკელ და მექსიკელ ინდიელთა შთამომავალი მსახიობები, რომელთა შორისაა: რუდი იანგბლუდი, რაულ ტრუხილო, მაიარა სერბულო, დალია ჰერანდესი, იან ურიელი, ჯერარდო ტარაკენა, როდოლფო პალასიოსი, ბერნარდო რუიზ ხუარესი, ამელ როდრიგო მენდოზ და, რიკარდო დირაზ მენდოზა. გიბსონის ადრინდელი ფილმის, ქრისტეს ვნებანი-ის მსგავსად, ყველა დიალოგისთვის გამოყენებულია ადრინდელთან მიახლოებული ენა. მსახიობები საუბრობენ იუკატეკის მაიას ენაზე. ეს იყო ბოლო ფილმი, გიბსონის დიდი ხნის პაუზამდე, რომელიც ათ წელს გაგრძელდა და 2016 წელს ჰაქსოუს გმირი– გამოსვლით დასრულდა.

ფილმი გადაღებულია, იუკატანში, მექსიკაში. აპოკალიპტო ასახავს 1502 წელს ახალგაზრდა მამაკაცის, იაგუარ პაუს მოგზაურობას, რომელიც გვიანდელი მესოამერიკელი მონადირეა და თანამოაზრეებთან ერთად გადაადგილდება. მათი სოფლის daნგრევის შემდეგ, ისინი საშიშ მოგზაურობაში, მაიას ცივილიზაციის ქალაქში მიჰყავთ ადამიანური მსხვერპლისთვის. ფილმმა მსოფლიო მასშტაბით 120 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა და კრიტიკოსებისგან მეტწილად დადებითი შეფასებები მიიღო. კრიტიკოსები აქებდნენ გიბსონის რეჟისურას, დინ სემლერის კინემატოგრაფიასა და მსახიობთა შესრულებებს, თუმცა მაიას ცივილიზაციასთან დაკავშირებულ ისტორიული ფაქტებთან უზუსტობები გააკრიტიკეს. ფილმი გავრცელდა Buena Vista Pictures– ის მიერ ჩრდილოეთ ამერიკაში, Icon Film Distribution-ის მიერ გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიაში და 20th Century Fox-ის საშუალებით სპეციალურ ადგილებში.

სცენარის ავტორი და თანაპროდიუსერი ფარჰად საფინია პირველ მელ გიბსონთან ერთად ქრისტეს ვნებანი-ის დროს მუშაობდა. საბოლოოდ, გიბსონმა და საფინიამ გამონახეს დრო, რომ განეხილათ „ფილმებისადმი საერთო სიყვარული და რა უყვართ მათ ფილმების გადაღებაში".[1][2]

გიბსონი და საფინია ასევე დაინტერესებულნი იყვნენ უძველესი კულტურის ასახვით და შესწავლით, რომელიც ამერიკის კონტინენტზე ევროპელთა მოსვლამდე არსებობდა. როგორც აცტეკების, ასევე მაიას ცივილიზაციის ისტორიით. ფილმისთვის მათ აირჩიეს მაიას ცივილიზაცია მაღალ განვითარებულობის გამო.

გიბსონმა გადაწყვიტა, რომ მთელი დიალოგები იქნებოდა იუკატეკის მაიას ენაზე. [3] გიბსონი განმარტავს: „მე ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ენის მოსმენა მაყურებელს საშუალებას აძლევს მთლიანად უგულვებელყოს რეალობა და ფილმში გადეშვას. და რაც მთავარია, აქცენტი გაკეთებულია კინემატოგრაფიულ ვიზუალზე, რომელიც გულის უნივერსალური ენაა.” [4]

გიბსონმა აპოკალიპტო გადაიღო ძირითადად კატემაკოში, სან ანდრეზ ტუქსტლაში და პასო დე ოვეხასში ,მექსიკის შტატ ვერაკრუსში. ჩანჩქერის სცენა გადაიღეს ეიპანტლას ჩანჩქერზე, რომელიც მდებარეობს სან ანდრეს ტუქსტლაში. მეორე ჯგუფის ეკიპაჟის გადაღებები გვატემალაში, ელ პეტენში მიმდინარეობდა. თავდაპირველად ფილმის გამოშვება 2006 წლის 4 აგვისტოს იყო დაგეგმილი, მაგრამ Touchstone Pictures– მა გადადო გამოცემის თარიღი 2006 წლის 8 დეკემბრამდე, ძლიერი წვიმისა და ორი ქარიშხლის გამო, რომელმაც გადაღებებს შეუშალა ხელი. მთავარი გადაღებები დასრულდა 2006 წლის ივლისში.

აპოკალიპტო გადაღებულია მაღალი, ციფრული ხარისხით, Panavision Genesis-ის კამერის გამოყენებით. [5] გადაღებების დროს გიბსონმა და კინემატოგრაფორმა დინ სემლერმა გამოიყენეს Spydercam, [6] შეჩერებული კამერის სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა სცენები ზემოდან გადაიღონ. ეს მოწყობილობა გამოიყენეს ინ სცენაზე, როდესაც იაგუარ პაუ ჩანჩქერში ჩახტა.

აპოკალიპტოში არაერთი ცხოველია წარმოდგენილი, მათ შორის არის ამერიკული ტაპირი და შავი იაგუარი. ცხოველებისათვის საზიანო სცენებისთვის იყენებდნენ ანიმატრონიკას ან თოჯინებს. [7]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Nicole Sperling (December 15, 2006). „With help from a friend, Mel cut to the chase“. The Washington Post.
  2. Tim Padgett (March 27, 2006). „Apocalypto Now“. Time Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 16, 2008. ციტირების თარიღი: დეკემბერი 22, 2020.
  3. Prophets-Apoc.
  4. Apocalypto First Look. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-18. ციტირების თარიღი: 2020-12-22.
  5. Dion Beebe, Dean Semler, Tom Sigel, and others on Digital Cinematography (June 16, 2006).
  6. spydercam: Info – Work History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-18. ციტირების თარიღი: 2020-12-22.
  7. The First Tapir Movie Star?. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 15, 2012.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აპოკალიპტო“-დან