შინაარსზე გადასვლა

აპიუსის გზის რეგიონალური პარკი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პარკის ბილიკი

აპიუსის გზის რეგიონული პარკი — პარკი რომში, ევროპის მეორე უდიდესი ურბანული პარკი მოსკოვის ლოსინი ოსტროვის ეროვნული პარკის შემდეგ.[1][2][3] ეს დაცული ტერიტორია დაახლოებით 4580 ჰექტარი სიგრძისაა[4]. ის გააშენა იტალიის ლაციუმის რეგიონმა. მისი ძირითადი ნაწილი რომის ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ ასევე გადაჭიმულია მეზობელ ქალაქებზეც - კიამპინოსა და მარინოზე. პარკის განმასხვავებელი თავისებურება ისაა, რომ ის ასევე მოიცავს აპიანის ანტიკურ არქეოლოგიურ პარკს, რომელიც შედის რეგიონული პარკის პერიმეტრში. ის მოიცავს ძველ რომაულ ძეგლებს, მათ შორის აპიუსის გზას (16 კმ/9.94 მილის მონაკვეთს), რომაულ აკვედუკებს, რომაულ ვილებს, მავზოლეუმებსა და კატაკომბებს.

პარკი მწვანე ნაპრალია რომის ცენტრსა და ალბანის მთებს შორის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე. ის მოიცავს ძველი რომის ნაშთებს, რომლებიც ქალაქის ცენტრის გარეთაა, აპიუსის გზას, კვინტილიების ვილას, კაფარელას პარკს, ლათინური გზის სამარხების არქეოლოგიურ ზონას და აკვედუკების პარკს. პარკში შედის ხვა ტერიტორიებიც, რომლებიც საზოგადოებისთვის არ არის ხელმისაწვდომი.

დიდი არქეოლოგიური პარკის რომის ფორუმსა და ალბანის მთებს შორის ჩასმის იდეა უკავშირდება ნაპოლეონის ეპოქას. 1807 და 1808 წლებში ანტონიო კანოვას მიერ ერთი საფლავისა და ჯუზეპე ვალადიერის მიერ სესილია მეტელას საფლავის აღდგენის შემდეგ, პაპმა პიუს IX-მ პირველი დიდი ნაბიჯები გადადგა აპიუსის გზაზე მიმოფანტული არქეოლოგიური ნანგრევების ორგანიზებისთვის, ლუიჯი კანინას დახმარებით[5]. იტალიის გაერთიანების შემდეგ იყო დამატებითი მცდელობები არქეოლოგიური-სასეირნო პარკის ქალაქის ცენტრიდან რომის სამხრეთ-აღმოსავლეთამდე გაფართოებისთვის, მაგრამ ის მხოლოდ კარაკალას აბანოებამდემივიდა.

1931 წლის ახალ გეგმაში ნათქვამი იყო, რომ აპიუსის გზა გახდებოდა დიდი პარკი, მაგრამ ეს იდეა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფრთხის ქვეშ დადგა უკანონო ვილებისა და სპორტული კლუბების მშენებლობის გამო, რომლებიც ზონის საზღვრებზე იყო განლაგებული. გარდა ამისა, რომის ახალმა გზამ, „გრანდე რაკორდო ანულარემ“, გადაჭრა აპიუსის გზა. ეს შეცდომა გამოსწორდა მხოლოდ 2000 წლის დიდი იუბილის წინ დიდი გვირაბის აშენებით. პარკის იდეა საბოლოოდ რეალობად იქცა 1988 წელს. 2002 წელს ის გაფართოვდა ტორ მარანციას ტერიტორიის მიმატებით. პარკი 95%-ით კერძო მფლობელობაში რჩება: 40%-ს ფლობენ რომაული არისტოკრატიული ოჯახები, 25%-ს კომპანიები, 21%-ს მცირე მიწის მესაკუთრეები და 10%-ს კათოლიკური ეკლესია. მიწის საზოგადოებრივ საკუთრებაში გადასვლის შანსები შეზღუდულია ფინანსური რესურსების ნაკლებობის გამო. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში რჩება ამბიციური გეგმები პარკის გაფართოების შესახებ. მას ორი მიმართულება ექნება: რომის ფორუმი და კასტელი რომანის პარკი.

აპიუსის გზა იყო ერთ-ერთი უძველესი და სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ძველ რომში. იგი აკავშირებდა რომს ბრინდიზისთან, იტალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიასთან. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, გზა გამოუსადეგარი გახდა. პაპი პიუს VI-ის ბრძანებით, ახალი აპიუსის გზა აშენდა 1784 წელს. ის გადაჭიმული იყო ძველი გზის პარალელური მიმართულებით, ალბანის მთებამდე. მას დაერქვა „Via Appia Nuova“ (ახალი აპიუსის გზა). მისი უფრო ძველი ვარიანტი ახლა ცნობილია როგორც „Via Appia Antica".

გზაზე განლაგებული გამორჩეული ძეგლების ჩამონათვალი მოიცავს „Porta Appia"-ს („Porta San Sebastiano”), ავრელიანეს კედლების კარიბჭეს, პრისცილას საფლავს, წმინდა სებასტიანის, კალიქსტუსის და ვიგნა რანდანინის იუდეველთა ქრისტიანულ კატაკომბებს, მაქსენციუსის ცირკს, სესილია მეტელას საფლავს, კაპო დი ბოვეს რომაულ აბანოებს, ჰილარუს ფუსკუსის საფლავსა და როტონდოს მავზოლეუმს. გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ჩანს ვულკანური ქვის უძველესი ზედაპირი.

ლათინური გზის საფლავები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლათინური გზის საფლავები აპიუსის გზის ტერიტორიას კვეთს და ამ ტერიტორიაზე განლაგებულია ახ. წ. II საუკუნიდან. საფლავები აღმოაჩინეს 1857-58 წლებში, ხოლო პაპი პიუს IX-ის მხარდაჭერით ჩატარებულმა გათხრებმა შემდგომში გამოავლინა სხვადასხვა სამარხი, მათ შორის საფლავი ძველი გზის 450 მეტრიან მონაკვეთზე.

კაფარელას ხეობა არის დიდი პარკი, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება ლათინური გზა, ხოლო სამხრეთით აპიუსის გზა. მას გააჩნია დიდი ეკოლოგიური მნიშვნელობა, ვინაიდან 78 სახეობის ფრინველითა და ცხოველითაა დასახლებული.

კვინტილიების ვილა არის ძველი რომაული ვილა, აშენებული აპიუსის გზაზე. იგი აშენდა ძმების, სექსტუს კვინტილიუს მაქსიმუსის და სექსტუს კვინტილიუს კონდიანუსის მიერ, II საუკუნეში[6]. ვილაში შედიოდა კერძო აკვედუკი და თერმული წყლები. იმპერატორ კომოდუსს ძალიან უყვარდა ვილა, რამაც, ძმების სიკვდილის შემდეგ (182 წელს) გამოიწვია მისი კონფისკაცია კვინტილიების საგვარეულოსგან.

წყაროები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Parchi Urbani più grandi e belli d'Italia.
  2. Parco Regionale dell'Appia Antica.
  3. Roma, la città più verde d'Europa (2 March 2017).
  4. Parco regionale dell’Appia Antica it. ციტირების თარიღი: 19 August 2024
  5. Paris, Rita, “Appia, una questione non risolta" in “La via Appia, il bianco e il nero di un patrimonio italiano.” Electa. 2011
  6. A. Ricci, Le villa dei Quintilii (Rome 1998)