აპის შადრევანი
აპის შადრევანი Fontana delle Api | |
---|---|
![]() აპის შადრევანი, ჯოვანი ლორენცო ბერნინის მიერ | |
მდებარეობა | პიაცა ბარბერინი, რომი, იტალია |
მოქანდაკე | ჯოვანი ლორენცო ბერნინი |
აპის შადრევანი (იტალ. Fontana delle Api /ფუტკრების შადრევანი) — შადრევანი, რომელიც მდებარეობს რომში, პიაცა ბარბერინის მოედანზე, ქუჩა ვია ვენეტოსა და პიაცას გადაკვეთაზე. ის ჯოვანი ლორენცო ბერნინის მიერ არის გამოქანდაკებული და 1644 წლის აპრილში გაიხსნა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრიტონის შადრევნის დასრულებიდან რამდენიმე თვეში, პაპმა ურბან VIII-მ ჯოვანი ლორენცო ბერნინის საზოგადოებრივი გამოყენებისთვის პატარა შადრევნის აშენება დაავალა, რომელიც „beveratore delli cavalli“-ს (ცხენების დამარწყულებლის) ფუნქციას შეასრულებდა. სამუშაო იმავე წელს დასრულდა და პაპის პატივსაცემად მხატვარმა შადრევანზე ფუტკრები, ბარბერინის ოჯახის სიმბოლო გამოსახა.
თავდაპირველად პალაცო სოდერინის კუთხეში, პიაცა ბარბერინისა და ვია სისტინას შორის განთავსებული შადრევანი 1880 წელს მოძრაობის შეფერხების გამო დაშალეს და ტესტაჩოს მუნიციპალურ დეპოში მოათავსეს. 1915 წელს, როდესაც მისი აღდგენა გადაწყდა, ნაწილების უმეტესობა ვეღარ იპოვეს და ასლი ადოლფო აპოლონის შეუკვეთეს, რომელმაც პირველადი მასალის - ლუნას მარმარილოს ნაცვლად, დანგრეული პორტა სალარიიდან გამოტანილი ტრავერტინი გამოიყენა. ამგვარად, გარემონტებული შადრევანი 1916 წლის 28 იანვარს მის ამჟამინდელ ადგილას, პიაცა ბარბერინის მხრიდან ვია ვენეტოს შესასვლელთან გაიხსნა.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შადრევანი შედგება მარმარილოს ორსარქველიანი გარსისგან, რომელზეც იმავე მასალის სამი ფუტკარია დაყრდნობილი. შადრევანი განკუთვნილი იყო ცხენების დასარწყულებლად. ვხვდებით ზედ დატანილ წარწერას: „ურბან VIII პონტ მაქს., რომელმაც ააშენა შადრევანი ქალაქის საზოგადოებრივი დეკორაციისთვის, ასევე ააშენა ეს პატარა შადრევანი კერძო მოქალაქეების სამსახურში. მისი პონტიფიკატის XXI წელს, 1644 წელს“. წარწერაში მოხსენიებული „საზოგადოებრივი დეკორაცია“ არის შადრევანი დელ ტრიტონე (ტრიტონის შადრევანი), რომელიც ბერნინიმ 1643 წელს დაასრულა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lucentini, M. (31 December 2012). The Rome Guide: Step by Step through History's Greatest City. ISBN 9781623710088.