შინაარსზე გადასვლა

აპიანუსი (მთვარის კრატერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთვარის კრატერი
აპიანუსი
ლათ. Apianus
მონაცემები
ზვინულის სიმაღლე 1.24 კმ (2015)[1]
დიამეტრი 63.44 კმ[2]
მოცულობა 3467.66 კმ³ (2015)[1]
უდიდესი სიღრმე 2.73 კმ (2015)[1]
ტიპი დარტყმითი კრატერი
სახელწოდება
ეპონიმი პეტერ აპიანე
დამტკიცებულია IAU (1935)
მდებარეობა
26.96° ს. გ. 7.87° ა. გ. / 26.96° ს. გ. 7.87° ა. გ. / -26.96; 7.87
ციური სხეული მთვარე
აპიანუსი (მთვარის კრატერი) — მთვარე
აპიანუსი (მთვარის კრატერი)
აპიანუსი ვიკისაწყობში

კრატერი აპიანუსი (ლათ. Apianus) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა გერმანელი მექანიკოსისა და ასტრონომის, პეტერ აპიანეს პატივსაცემად (დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 1935 წელს).[2] კრატერის ფორმირება ნექტარული პერიოდით ივარაუდება.[1]

კრატერის სახელწოდება მომდინარეობს, მისი ეპონიმის — პეტერ აპიანეს (გერმ. Peter Apian) ლათინიზებური ვარიანტისაგან — „პეტრუს აპიანუსი“ (ლათ. Petrus Apianus). შესაბამისად, კრატერის ქართული სახელწოდებაა „აპიანუსი“ და არა „აპიანე“, როგორც ეს 2009 წლის მთვარის ზედაპირის სახელწოდების რუსული ნომენკლატურული რიგის მიხედვითაა (რუს. Апиан).[3]

კრატერის უახლოესი მეზობლებია დასავლეთით ვერნერის კრატერი; ჩრდილო-დასავლეთით კრუზენშტერნისა და ბლანკინის კრატერები; ჩრდილო-ჩრდილო-აღმოსავლეთით პლეიფერის კრატერი; სამხრეთ-აღმოსავლეთით პუასონის კრატერი; და სამხრეთ-დასავლეთით ალიაცენსიუმის კრატერი.[4] კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 26°58′S 7°52′E / 26.96° ს. გ. 7.87° ა. გ. / -26.96; 7.87, დიამეტრი — 63.44 კმ,[2] სიღრმე — 2.73 კმ.[1]

კრატერის კიდე ძლიერ დაზიანებულია შემდგომი დარტყმების შედეგად და აქვს ტერასის მსგავსი სტრუქტურა; პატარა კრატერები ფარავს კიდეს ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებს. კიდეს ჩრდილოეთი ნაწილი რელიეფში მცირე ჩაღრმავებით არის გაწყვეტილი. კიდე მიმდებარე რელიეფიდან 1.24 კმ-ით მაღლა ადის.[1] ჩრდილო-დასავლეთით, ის დაახლოებით 3000 მ-ია. კრატერის თასის ფსკერი შედარებით ბრტყელია და სფერული პროფილი აქვს; ცენტრალური პიკი და შესამჩნევი სტრუქტურები არ არის. კრატერის მოცულობა 3467.66 კმ³-ია.[1]

სატელიტური კრატერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აპიანუსი კოორდინატები დიამეტრი, კმ
A 25°42′S 6°31′E / 25.70° ს. გ. 6.52° ა. გ. / -25.70; 6.52 (Апиан A) 13.1
B 27°24′S 8°59′E / 27.40° ს. გ. 8.99° ა. გ. / -27.40; 8.99 (Апиан B) 10.2
C 28°08′S 10°28′E / 28.13° ს. გ. 10.46° ა. გ. / -28.13; 10.46 (Апиан C) 19.6
D 26°05′S 10°40′E / 26.08° ს. გ. 10.66° ა. გ. / -26.08; 10.66 (Апиан D) 33.7
E 28°51′S 8°11′E / 28.85° ს. გ. 8.19° ა. გ. / -28.85; 8.19 (Апиан E) 8.4
F 28°08′S 6°20′E / 28.14° ს. გ. 6.33° ა. გ. / -28.14; 6.33 (Апиан F) 5.4
G 28°07′S 7°38′E / 28.12° ს. გ. 7.64° ა. გ. / -28.12; 7.64 (Апиан G) 4.0
H 28°09′S 8°38′E / 28.15° ს. გ. 8.64° ა. გ. / -28.15; 8.64 (Апиан H) 6.6
J 26°20′S 8°31′E / 26.33° ს. გ. 8.52° ა. გ. / -26.33; 8.52 (Апиан J) 6.7
K 27°29′S 9°19′E / 27.48° ს. გ. 9.31° ა. გ. / -27.48; 9.31 (Апиан K) 6.4
L 29°07′S 10°51′E / 29.12° ს. გ. 10.85° ა. გ. / -29.12; 10.85 (Апиан L) 4.7
M 24°47′S 10°17′E / 24.78° ს. გ. 10.29° ა. გ. / -24.78; 10.29 (Апиан M) 7.0
N 28°53′S 9°55′E / 28.89° ს. გ. 9.91° ა. გ. / -28.89; 9.91 (Апиан N) 3.5
P 25°17′S 9°08′E / 25.29° ს. გ. 9.13° ა. გ. / -25.29; 9.13 (Апиан P) 41.6
R 25°47′S 8°53′E / 25.79° ს. გ. 8.89° ა. გ. / -25.79; 8.89 (Апиан R) 13.1
S 25°49′S 8°28′E / 25.81° ს. გ. 8.47° ა. გ. / -25.81; 8.47 (Апиан S) 24.0
T 27°44′S 9°27′E / 27.73° ს. გ. 9.45° ა. გ. / -27.73; 9.45 (Апиан T) 11.5
U 27°55′S 8°59′E / 27.91° ს. გ. 8.98° ა. გ. / -27.91; 8.98 (Апиан U) 16.8
V 25°11′S 10°24′E / 25.19° ს. გ. 10.40° ა. გ. / -25.19; 10.40 (Апиан V) 3.2
W 25°36′S 7°28′E / 25.60° ს. გ. 7.46° ა. გ. / -25.60; 7.46 (Апиан W) 9.7
X 28°20′S 7°01′E / 28.34° ს. გ. 7.02° ა. გ. / -28.34; 7.02 (Апиан X) 3.1

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Andersson, L. E.; Whitaker, E. A. (1982) NASA Catalogue of Lunar Nomenclature. NASA RP-1097. 
  • Blue, Jennifer. (July 25, 2007) Gazetteer of Planetary Nomenclature. USGS. ციტირების თარიღი: 2007-08-05
  • Bussey, B.; Spudis, P. (2004) The Clementine Atlas of the Moon. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81528-4. 
  • Cocks, Elijah E.; Cocks, Josiah C. (1995) Who's Who on the Moon: A Biographical Dictionary of Lunar Nomenclature. Tudor Publishers. ISBN 978-0-936389-27-1. 
  • McDowell, Jonathan. (July 15, 2007) Lunar Nomenclature. Jonathan's Space Report. ციტირების თარიღი: 2007-10-24
  • Menzel, D. H.; Minnaert, M.; Levin, B.; Dollfus, A.; Bell, B. (1971). „Report on Lunar Nomenclature by the Working Group of Commission 17 of the IAU“. Space Science Reviews. 12 (2): 136–186. Bibcode:1971SSRv...12..136M. doi:10.1007/BF00171763. S2CID 122125855.
  • Moore, Patrick (2001). On the Moon. Sterling Publishing Co.. ISBN 978-0-304-35469-6. 
  • Price, Fred W. (1988). The Moon Observer's Handbook. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33500-3. 
  • Rükl, Antonín (1990). Atlas of the Moon. Kalmbach Books. ISBN 978-0-913135-17-4. 
  • Webb, Rev. T. W. (1962). Celestial Objects for Common Telescopes, 6th revised, Dover. ISBN 978-0-486-20917-3. 
  • Whitaker, Ewen A. (1999). Mapping and Naming the Moon. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62248-6. 
  • Wlasuk, Peter T. (2000). Observing the Moon. Springer. ISBN 978-1-85233-193-1. 
  1. 1 2 3 4 5 6 7 Lunar Impact Crater Database (2015) Losiak et al., LPI Lunar Exploration Intern Program (2009). Revised by T. Öhman, LPI (2011) and (2015).
  2. 1 2 3 საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Apianus
  3. С. Г. Пугачева, Ж. Ф. Родионова, В. В. Шевченко, Т. П. Скобелева, К. И. Дехтярева, А. П. Попов. НОМЕНКЛАТУРНЫЙ РЯД НАЗВАНИЙ ЛУННОГО РЕЛЬЕФА. selena.sai.msu.ru. ციტირების თარიღი: 2019-09-22
  4. Кратер Апиан на карте LAC-95.. ციტირების თარიღი: 2020-07-05