აპანეკა
იერსახე
| დასახლებული პუნქტი | |
|---|---|
|
აპანეკა | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| კოორდინატები | 13°51′32″ ჩ. გ. 89°48′14″ დ. გ. / 13.85889° ჩ. გ. 89.80389° დ. გ. |
| ფართობი | 45.13 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 1519 მეტრი |
| მოსახლეობა | 9 436 (2024)[1] |
აპანეკა (ესპ. Apaneca) ― რაიონი აუაჩაპანის დეპარტამენტში, სალვადორში. 2024 წლის აღწერის მიხედვით, რაიონის მოსახლეობა 9 436 ადამიანს შეადგენს. ფართობია 45.13 კმ². იყოფა შვიდ კანტონად.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აპანეკა პირველად მოხსენიებულია 1550 წელს, როდესაც მისი მოსახლეობა დაახლოებით 500 ადამიანს შეადგენდა. დიეგო გარსია დე პალასიოს 1576 წლის მოხსენების მიხედვით, ეს ადგილი „გრილი და ცივიც კი“ იყო, სადაც „ბროწეული, ვაშლი, ატამი, ხორბალი და სხვა მცენარეები მოჰყავდათ.“[2]
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Instituto Geográfico Nacional (1986). რედ. San Salvador: Talleres Litográficos del Instituto Geográfico Nacional: Diccionario Geográfico de El Salvador, Tomo I, A-K.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2024 Salvadoran census
- ↑ FISDL: Apaneca (webcache)
| |||||||||||