აპამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აპპამი

აპამი (ტამილური: அப்பம் ან ஆப்பம், მალაიალამური: : അപ്പം, სინჰალური: ආප්ප) სამხრეთ ინდური ტაფაზე მომზადებული ბლინია, რომელიც დამზადებულია ფერმენტირებული ბრინჯის ცომით და ქოქოსის რძით. კერძი გავრცელებულია ინდოეთის სამხრეთ შტატებში: ტამილ ნადუ და ქერალა. კერძი პოპულარულია შრი-ლანკაშიც. [1] აპამი არსებობს როგორც ტკბილი ასევე მარილიანი სახის. კერძს უმეტეს შემთხვევაში მიირთმევენ საუზმეზე ან ვახშამზე.

სხვა სამხრეთ ინდული კერძები, რომლებიც აპამზე დაყრდნობით შეიქმნა არის: იდიაპამი და აჩაპამი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოელი ჟურნალისტი ვირ სანღვი იმეორებს საკვების ისტორიკოს კ. ა. აჩაიას სიტყვებს და ამბობს, რომ აპამი მოხსენიებულია ტამილურ პერუმპანურუში.[2] სიცოცხლის ბოლო გამოქვეყნებულ წიგნში კ. ა. აჩაია აღნიშნავს, რომ აპამი კარგად დამკვიდრდა ძველ ტამილურ სახელმწიფოში.

ვარიაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპამის მომზადების პროცესი ქერალაში

ჩვეულებრივი აპამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვეულებრივი აპამი ან ველლა აპამი თასის ფორმის თხელი ბლინები, რომლებიც მზადდება ფერმენტირებული ბრინჯის ფქვილისგან. ისინი თავიანთ ფორმას მცირე აპაჩატისგან იღებენ, სადაც მზადდებიან. მათ რაიმე განსაკუთრებული გემო არ გააჩნიათ და ხშირ შემთხვევაში სოუსებთან და სანელებლებთან ერთად მიირთმევენ. ეს წრიული ფორმის კერძი მზადდება ბრინჯის ფქვილის ცომისაგან, საფუარისაგან, მარილისა დ ამცირე რაოდენობით შაქრისაგან. მათი შერევის შემდეგ ცომს რამდენიმე საათით ასვენებენ. ამოფუების შემდეგ კი მცირეოდენ ზეთთან ერთად აცხობენ.

კვერცხის აპამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს კერძი ჩვეულებრივი აპამის მსგავსია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ცომის შიგნით გატეხილი კვერცხია, რომელიც ცომის გარე ზედაპირთან ერთად იწვება.

იდიაპამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპამი კვერცხით

იდიაპამი ბრინჯის მაკარონისაგან მზადდება. საუზმეზე მიირთმევენ წვრილ თევზთან ან ქათმის წვნიანთან ერთად. სოდჰი, ქოქოსის რძის სახეობა კიდევ ერთ- ერთი ინგრედიენტია, რომელსაც აპამში იყენებენ. გრძელი წვრილი მაკარონები მზადდება ორთქლზე მომზადებული ბრინჯის ფქვილისგან, რომელიც ცომის სახით წყლით და ცოტაოდენი მარილით მიიღება. ცომის მიღების შემდეგ მას მაკარონის ფორმას აძლევენ. მათ ასევე ორთქლზე ხარშავენ. გემოვნებისდა მიხედვით, ზოგიერთი ადამიანი უკვე მოხარშულ მასას ქოქოსს აყრის. სუპერმარკეტებში შესაძლებელია უკვე მომზადებული მაკარონის ყიდვაც.[3] ინდოეთისა და შრი-ლანკას მოსახლეობა საუზმეზე ან ვახშმად ჭამს ამ კერძს.

აჩაპამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჩაპამი შემწვარი ვარდის ორცხობილაა, რომელიც ბრინჯს შეიცავს. ეს ქრისტიანული კერძია.

კუჟალაპამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუჟალაპამი ქრისტიანული კერძია ქერალას შტატიდან. ეს კერძი მილის ფორმისაა, რომელიც შემწვარია და ჭამისას ხრაშუნობს.

იდიაპამი სოუსთან ერთად

ნეიაპამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეიაპამიც ქერალას შტატში გაჩნდა, მაგრამ მისი მომზადება ინდუისტებმა დაიწყეს ღმერთებისთვის ტაძრებში მისართმევად. კერძს ხშირად მიირთმევენ ქრისტიანებიც. იგი მზადდება ბრინჯის ფქვილით, ჯაგერით, გაწმენდილი კარაქით და სწორედ ამ ინგრედიენტებით მიიღება ტრადიციული ნეიაპამი. კულტურულმა და რელიგიურმა მრავალფეროვნებამ ამ კერძის მრავალი ვარიაციის შექმნა გამოიწვია. 310

პესაჰა აპამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პესაჰა აპამს აკეთებენ ქრისტიანები კერალაში პესაჰას (პასექის) დროს.ამ სახის აპამს ათავსებენ ქოქოსის რძეში უშუალოდ სუფრაზე მიტანამდე.

კუე აპემი

ვატაიაპამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვატაიაპპამი მზადდება ბრინჯის ფქვილის, შაქრისა და ქოქოსისგან. უმეტეს შემთხვევაში მას მიირთმევენ უცხიმო ჩაისთან ერთად. [4] კერძი ორთქლზე მზადდება. ის ძალიან ჰგავს ვიეტნამურ ბანჰ ბოს.

კუე აპემი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდონეზიაში, აპამის ვარიანტი ცნობილია როგორც კუე აპემ ან კუე აპამ. ბრინჯის ფქვილისგან, ქოქოსის რძისგან, საფუარისგან და პალმის შაქრისგან, რომელიც ჩვეულებრივ გახეხილ ქოქოსთან ერთად იჭმევა. [5] ამ კერძს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მას დღესასწაულებზე მიირთმევენ.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Rahul Gandhi has traditional Syrian Christian meal in Kerala". India Today. 13 January 2014.
  2. Subhadra Sen Gupta (2012). "Always Ready for Appams!". Let's Go Time Travelling. Penguin UK. ISBN 818475678X.
  3. Petrina Verma Sarkar (2 March 2011). "Appams - Appam Recipe - Hoppers - Hoppers Recipe". Indianfood.about.com. Retrieved 21 November 2011
  4. "Vattayappam- an oil free tea time snack - Appam - Palappam - Pesaha Appam - Kerala Cuisines - Cake - Snacks - Steamed"
  5. "Kue Apem Kukus" დაარქივებული 2020-06-29 საიტზე Wayback Machine. (in Indonesian). Sajian Sedap. 16 December 2010. Retrieved 25 June 2015.
  6. "Para Puteri Sri Sultan Luwes Membuat Apem di Prosesi Ngapem - Tribun Jogja". Tribun Jogja (in Indonesian). 14 April 2018. Retrieved 2 July 2018.