შინაარსზე გადასვლა

ან ჯე-ჰიონი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ან ჯე-ჰიონი
კორ. 안재현
დაბადების თარიღი 1 ივლისი, 1987(1987-07-01) (38 წლის)
დაბადების ადგილი სეული, Eunpyeong District ან Bulgwang-dong
საქმიანობა მსახიობი, მოდელი, ტელემსახიობი და კინომსახიობი
მოქალაქეობა  სამხრეთი კორეა
ალმა-მატერი Sunjung High School და Yonchon Middle School
მეუღლე Koo Hye-sun

ან ჯე ჰიონი (კორ. 안재현, Ahn Jae-hyun დ. 1 ივლისი, 1987) სამხრეთ კორეელი მოდელი და მსახიობი. იგი განსაკუთრებით ცნობილია ტელესერიალებში შესრულებული როლებით, როგორიცაა: "You're All Surrounded" (2014), "Blood" (2015), "Cinderella with Four Knights" (2016), "Reunited Worlds" (2017), "The Beauty Inside" (2018), "Love with Flaws" (2019) და "The Real Has Come!" (2023).

ან ჯე-ჰიონმა (Ahn Jae-hyun) შოუბიზნესში კარიერა 2009 წელს მოდელის რანგში დაიწყო — იგი აქტიურად მონაწილეობდა პოდიუმის ჩვენებებში, ჟურნალის ფოტოსესიებსა და სარეკლამო რგოლებში. 2011 წელს ფართო ყურადღება მიიპყრო, როდესაც ტელეკომპანია tvN-ის ვარიეთე შოუში „Lee Soo-geun and Kim Byung-man's High Society“ მიტანილის როლი შეასრულა. 2013 წელს ან ჯე-ჰიონის პოპულარობა გაიზარდა, როდესაც მან ჰიტ სერიალში „My Love from Another Star“ მსახიობ ჯუნ ჯი-ჰიონის უმცროსი ძმის როლი ითამაშა. ეს წარმატება 2014 წელს ახალი სამსახიობო წინადადებების მოტანილიც გახდა, მათ შორის — პოლიციური კომედიის „You’re All Surrounded“ როლი[1] და ვებტუნის ეკრანიზაცია „Fashion King“[2][3] . იმავე წელს, ან ჯე-ჰიონი გახდა Mnet-ის ყოველკვირეული მუსიკალური პროგრამა „M Countdown“-ის წამყვანი (MC).[4]

2015 წელს ანმა თავისი პირველი მთავარი როლი მოირგო ვამპირის ექიმის გმირად სერიალში „Blood“,[5][6] ასევე მონაწილეობა მიიღო ორ ეპიზოდიან ფენტეზი დრამაში „Snow Lotus Flower“ ლი ჯი-აჰთან ერთად.

2016 წელს, ანი მონაწილეობდა tvN-ის რომანტიკულ კომედიურ სერიალში Cinderella with Four Knights, სადაც პლეიბოად მოგვევლინა, რომელიც მთავარი ქალი პერსონაჟის გულის მოგებას ცდილობდა.[7] ამ როლის შესრულებისთვის მან მიიღო უმაღლესი მსახიობის ჯილდო 9-ე კორეული დრამის დაჯილდოებაზე. ასევე, იმავე წელს ის შეუერთდა სამოგზაურო რეალითი შოუს New Journey to the West, სადაც ჩაანაცვლა ლი სუნგ-გი, რომელიც ჯარში გაიწვიეს..[8] იმავე წელს მან ითამაშა ჩინურ რომანტიკულ ფილმში Perfect Imperfection ტაივანელ მსახიობ ადი ანთან ერთად.

  1. Lee, Kyung-nam. (13 March 2014) Ahn Jae Hyeon Cast in You Are All Surrounded with Lee Seung Gi and Cha Seung Won. enewsWorld. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 March 2014. ციტირების თარიღი: April 1, 2014
  2. Ha, Soo-jung. (8 November 2014) Interview: Ahn Jae Hyeon Used to Starve Excessively in Order to Stay Lean. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 November 2014. ციტირების თარიღი: 8 November 2014
  3. Lee, Seung-mi. (November 12, 2014) Actor fashions his own future. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 23, 2023. ციტირების თარიღი: November 14, 2014
  4. Jung, Ahn will host 'M Countdown' (February 25, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — January 23, 2023. ციტირების თარიღი: August 10, 2017
  5. Ahn, Sung-mi. (February 12, 2015) Little brother from My Love gets shot at big time. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 6, 2018. ციტირების თარიღი: March 4, 2015
  6. Ahn Jae-hyun ready for vampire surgeon role (February 12, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 30, 2018. ციტირების თარიღი: August 10, 2017
  7. Ahn Jae-hyun, Jeong Il-woo and Park So-dam to star in "Cinderella and the Four Knights" (January 29, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 January 2023. ციტირების თარიღი: 10 August 2017
  8. Actor Ahn Jae-hyun joins season 2 of 'New Journey to the West' (19 February 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 January 2023. ციტირების თარიღი: 10 August 2017