ანჯუ
|
სოჯუ და ანჯუ | |
| რიგითობა | აპეტაიზერი |
|---|---|
| წარმოშობის ადგილი | კორეა |
| ტემპერატურა სერვირების დროს | ცხელი ან ცივი |
| ძირითადი შემადგენლობა |
მრავალგვარი |

ანჯუ (კორ.안주) ― კორეული ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ალკოჰოლის გარნირს. იგი მოიცავს სხვადასხვა სახის საკვებს – როგორც ძირითად კერძებს, ასევე აპეტაიზერებს. ალკოჰოლთან ერთად საკვების მიღება კორეაში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სასმელ სოჯუს.[1][2]
საკვების გარკვეული სახეობები, რომლებიც ანჯუს წარმოადგენს, მოიცავს გოლბენგი მუჩიმს, ნოგარის არაქისით და ჯოკბალს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩოსონის პერიოდამდე ალკოჰოლს ძირითადად ჯუმაკებში (სასტუმროს ან რესტორნის სახეობა) მიირთმევდნენ, სადაც სტუმრებს ბრინჯით შეზავებული სუპებითა და ისეთი ტრადიციული ალკოჰოლური სასმელებით უმასპინძლდებოდნენ, როგორიცაა მაკგეოლი. მე-19 საუკუნეში (ძირითადად იაპონიიდან), კორეაში ლუდისა და დასავლური საკვების შემოტანის შემდეგ ბარები და პაბები პოპულარული გახდა და დასავლური საკვების მრავალი სახეობა ანჯუდ იქცა.[3]
ანჯუს შეხამება ალკოჰოლთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზოგიერთი საკვები გარკვეული სახის ალკოჰოლისთვის საუკეთესო გარნირად ითვლება. მაგალითად, სამგიოპსალი, შემწვარი ღორის მუცელი, სოჯუს ყველაზე მეტად უხდება, ხოლო შემწვარი ან კორეული სანელებლებით შეზავებული ქათამი, ჩვეულებრივ, ლუდის გარნირია. პაჯეონი და მაკეოლი (ანუ დონგდონჯუ) წვიმიანი დღეებისთვის პოპულარული კომბინაციაა.
ანჯუსა და ალკოჰოლის ტიპების შესაბამისობა:
| მშრალი | ცხარე | სხვა | |
|---|---|---|---|
| ლუდი | გამომშრალი ნოგარი, გამომშრალი ან ჩვეულებრივი კალმარი, ჯუიპო, თხილეული, იუკპო. | სიმინდი ყველით, კორეული შემწვარი ქათამი, პიცა, ტვიგიმი, ძეხვი | |
| ჩეონგჯუ | დასიკი, ჯეონგვა | ბულგოგი, ჰანუ-გუი, ნამული, ჯეონი, ჯეონგოლი, საენგსეონ-ჰოე, სანჯეოკი, იუკჰოე | |
| მაკგეოლი | დუბუ-კიმჩი, გოლბანგი-მუჩიმი, კიმჩი, დაკ-გალბი | ბინდაე-ტეოკკი, ბოსამი, მუჩიმგაე, დოტორი-მუკ-მუჩიმი, ჰონგეო-ჰოე-სამჰაპი, ჯეონეო-ჰოე, კიმჩი-ბუჩიმგაე, მაკ-გუკსუ, პაჯეონი, უმი ხამანწკები | |
| სოჯუ | აგვი-ჯჯიმი, ბუდა-ჯჯიგაე, დაკბალი, ეომუკ-გგუკი, გამჯა-თანგი, ჯოგაე-თანგი, ჯუკკუმი-ბოკკეუმი, კიმჩი-ჯიგაე, მაეუნ-თანგი, თევზის ნამცხვარი | გოპჩანგი, მაკჩანგი, სამგეოპსალ-გუი, ჯოკბალი | |
| ღვინო | ყველის სხვადახვა ნაირსახეობა | სტეიკი |
ანჯუ სხვადასხვა სახის ბარში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხრეთ კორეაში სხვადასხვანაირი ბარებია და თითოეული კატეგორია სხვადასხვა სახის საკვებსა და ალკოჰოლურ სასმელს ყიდის, შესაბამისად ანჯუ ყოველთვის ერთნაირი არაა. ასეთი ბარებია:
- ჯუმაკი: ეს არ არის იგივე, რაც ზემოთ ნახსენები ტრადიციული კორეული სასტუმროები, არამედ ნიშნავს კორეულ კულტურაზე დაფუძნებულ კონცეპტუალურ ბარებს. ისინი გამოირჩევა ტრადიციული ანჯუთი, როგორიცაა პა-ჯუნი, დუბუ-კიმჩი ან დოტორი-მუკი.
- ჰოფის სახლი:[4] ჰოფის სახლებში იყიდება შედარებით იაფ ალკოჰოლურ სასმელებს. აქ ანჯუს სახით მიირთმევენ სხვადასხვა საერთაშორისო კერძს.
- პოჯანგმაჩა: გზის პირას განთავსებული კარვები და დახლები, სადაც სოჯუ და ალკოჰოლი იყიდება. ასეთ დახლებზე ძირითადად გვხვდება მარტივი გარნირები.
ანჯუს მაგალითები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Pettid, Michael J. (2008). Korean cuisine: an illustrated history. China: Reaktion Books Ltd, გვ. 110–123. ISBN 978-1-86189-348-2.
- ↑ Food and drinks the Korean way. Los Angeles Times (2011-05-26). ციტირების თარიღი: 30 April 2013
- ↑ Kang, Dong wan (2015-06-04). 왕맥의 안주 마케팅/'Wang-mec's anju marketing.
- ↑ Follies of Konglish en (2014-06-04). ციტირების თარიღი: 2021-05-11