ანჯელა ნანეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანჯელა ნანეტი
დაბ. თარიღი 8 ნოემბერი 1942(1942-11-08)[1] (76 წლის)
დაბ. ადგილი ბუდრიო
საქმიანობა მწერალი
ენა იტალიური ენა[2]
მოქალაქეობა Flag of Italy.svg იტალია

ანჯელა ნანეტი (იტალ. Angela Nanetti, დ. 8 ნოემბერი, 1942, ბუდრიო, ბოლონიის პროვინცია, იტალია) — იტალიელი მწერალი.

დაამთავრა რა სკოლა მშობლიურ მხარეში, სწავლა განაგრძო უნივერსიტეტში, სადაც შუასაკუნოვან ისტორიას შეისწავლიდა. მოგვიანებით გადავიდა პესკარაში, სადაც უფროს კლასებში მასწავლებლად მუშაობდა, დაკავებული იყო კვლევით და სხვადასხვა ექსპერიმენტული პროგრამით. წერა დაიწყო 1984 წელს, თუმცა 1995 წლამდე აქტიური ლიტერატურული კარიერით ვერ დაკავდა. ცნობილი გახდა პირველი რომანით „ადალბერტის ფიქრები“, რომელშიც განიხილება, თუ როგორც გრძნობს თავს 11 წლის ბავშვი, რომელიც იზრდება. 2003 წელს მიიღო ჰანს კრისტიან ანდერსენის ეროვნული პრემია ნომინაციაში „იტალიის საუკეთესო მწერალი“.

მისი კიდევ ერთი ცნობილი ნაწარმოებია „ჩემი ბაბუა ალუბალი იყო“. სიუჟეტის მიხედვით, მოხუცი ოტავიანო რგავს ალუბლის ხეს, რომელიც შემდგომში მისი შვილიშვილის საუკეთესო მეგობრად იქცევა. წიგნი ნათარგმნია 20-ზე მეტ ენაზე და მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]