ანჩხოს უღელტეხილი
იერსახე
ანჩხოს უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 43°28′57″ ჩ. გ. 40°41′51″ ა. გ. / 43.48250° ჩ. გ. 40.69750° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
სიმაღლე | 2031 მ |
ქედი | ანჩხოს ქედი |
ანჩხო[1], ანჩხა — უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთისა და სოხუმის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს მდინარეების ბზიფისა და ლაშიფსის წყალგამყოფ ანჩხოს ქედზე. ზღვის დონიდან 2031 მ. საცალფეხო ბილიკით აკავშირებს მდინარე ბავიუს (ბზიფის მარჯვენა შენაკადი) ხეობას ლაშიფსის ხეობასთან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 172.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 16.