ზურაბ ანჩაბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ანჩაბაძე, ზურაბ)
Jump to navigation Jump to search
ზურაბ ანჩაბაძე
დაბ. სახელი ზურაბ ვიანორის ძე ანჩაბაძე
დაბ. თარიღი 22 აპრილი, 1920
გაგრა
გარდ. თარიღი 28 იანვარი, 1984
სოხუმი
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია ქართველი ისტორიკოსი
ჯილდოები ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი , პროფესორი, სსრკ IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ზურაბ ვიანორის ძე ანჩაბაძე (დ. 22 აპრილი, 1920, გაგრა — გ. 28 იანვარი, 1984, სოხუმი) — ქართველი და აფხაზი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს (1972) და აფხაზეთის (1961) მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1963), სსრკ IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აფხაზეთის უნივერსიტეტის პირველი რექტორი.

წარმოშობა და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზურაბ ანჩაბაძის ანკეტაში, სადაც სოციალური წარმოშობის გრაფაა, გარკვევითაა მიწერილი თავადი, სოციალური მდგომარეობა – აზნაური. ზურაბის პაპა — ტარას ანჩაბაძე, გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი, საკმაო ხნის მანძილზე იყო სოხუმის მმართველობის წევრი; ბებია - მაშო დადიანი-ანჩაბაძისა ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო. ზურაბის მამამ, ვინორ ანჩაბაძემ დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. პირველი მსოფლიო ომის დროს იმყოფებოდა კავკასიისა და დასავლეთის ფრონტებზე. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მას დაევალა აფხაზეთში საკურორტო საქმის ორგანიზება. გარკვეული დროის მანძილზე ვინორ ანჩაბაძე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი.

ზურაბ ანჩაბაძის მეუღლე იყო თინა ხახიშვილი. მათი ვაჟია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წელს დაამთავრა მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურიო ინსტიტუტი. 1946 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. 1956 წლიდან აფხაზეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე. 1958 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის იატორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კავკასიის ხალხთა ისტორიის განყოფილების გამგე. 1973 წლიდან მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი. 1979 წელს დაარსდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის პირველ რექტორად დამტკიცებულ იქნა ზურაბ ანჩაბაძე. უნივერსიტეტში ზურაბ ანჩაბაძემ შექმნა საქართველოსა და აფხაზეთის ისტორიის კათედრა, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში.

ანჩაბაძე იკვლევდა საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ძველი, შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის საკითხებს. იყო "საქართველოს ისტორიის ნარკვევების" III ტომის რედაქტორი (1979, ვ. გუჩუასთან ერთად; საქართველოს სახელმწიფო პრემია, 1982) და "აფხაზეთის ისტორიის" პირველი დამხმარე სახელმძღვანელოს თანაავტორი (1986). არჩეული იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად. სსრკ IX მოწვევის და საქართველოს X მოწვევის უმაღლესი საბჭოების დეპუტატი.

ზურაბ ანჩაბაძე გარდაიცვალა 1984 წლის იანვარს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 503, თბ., 1975
  • სურგულაძე ა., არდავიწყება მოყვრისა, თბ., 1986, გვ. 154-158;
  • Вопросы истории народов Кавказа (Сборник статей, посвященных памяти З. В. Анчабадзе), Тб., 1988;
  • ანჩაბაძე გ., ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 171, თბ., 1997