ანჩაბაძეები
ანჩაბაძეები | |
---|---|
![]() | |
პერიოდი | XV საუკუნიდან |
ტიტული | თავადი |
განშტოებები | აფხაზი-ანჩაბაძეები[1] |
ქვეშევრდომობა | აფხაზეთის სამთავრო, სამეგრელოს სამთავრო |
ანჩაბაძეები[2] (აფხ. Ачаа/Ачба — „აჩაა/აჩბა“,[3] მეგრ. ანჩაბაია)[4] — აფხაზური წარმოშობის ქართული თავადური საგვარეულო აფხაზეთსა და სამეგრელოში.[4] წყაროებში მოიხსენეიბან მხოლოდ XV საუკუნიდან. ვახუშტი ბატონიშვილი აფხაზეთის სამთავროს წარჩინებულთა საგვარეულოებს შორის ასახელებს შარვაშიძეებსა და ანჩაბაძეებს.[4]
ეთნოგრაფიულ ლიტერატურაში დადასტურებულია, რომ გადმოცემით აჩბების (ანჩაბაძეთა) საგვარეულო აფხაზეთში ფსხუს მიდამოებიდან შემოვიდა.[5][6][7][8]ანჩაბაძეებს რუსეთის იმპერიამ კვლავ დაუმტკიცა თავადობა 1903 წელს.[9] 1904 წლის აღწერის მონაცემებით. ანჩაბაძეები მკვიდრობდნენ (და ფლობდნენ) დარჩელს, ჭითაწყარს (საბჭოთა პერიოდის კიროვი), მანუჩარის კახათს.[4] ამ საგვარეულოს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ადამიანები, როგრიც არიან: მარიამ დადიანი-ანჩაბაძე, ვალერიან, ზურაბ, გიორგი (მისი შვილი) ანჩაბაძეები და მიჰრი რასიმი.
გერბის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფარი გაყოფილი ოთხ ნაწილად: ცენტრალურ ნაწილში მცირე ფარი – ლაჟვარდისფერ ფონზე ოქროს სასწორი.
- პირველ და მეოთხე ნაწილებში – მეწამულ ფონზე ვერცხლისფერი მჯდომარე ბატკანი, რომელსაც უჭირავს ალამი. ალამზე გამოსახულია ოქროსფერ ფონზე ოქროს ჯვარი
- მეორე, მწვანე ნაწილში – ოქროს კვერთხი და სფერო.
- მესამე, მწვანე ნაწილში – ქონგურებიანი ოქროს კოშკი.[3]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანჩაბაძეები ვიკისაწყობში |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Князья Абхазовы (Абхази-Анчабадзе) // Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского. — გვ. 101
- ↑ ძველ ქართულ წყაროებში აგრეთვე მოიხსენიებიან, როგორც ამჩაბაძეები და ანჩაფაძეები.
- ↑ 3.0 3.1 ზ. შენგელია, აფხაზ თავად-აზნაურთა საგვარეულო გერბები, თბ., 2004, გვ. 106–107.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 პაატა ცხადაია, გვარები და გვართა დასახლებანი სამეგრელოში, თბილისი, 2000. — გვ. 51.
- ↑ ზურაბ პაპასქირი, აფხაზეთი საქართველოა (ისტორიული რაკურსი), თბილისი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. — გვ. 141, ISBN 978-9941-25-969-2.
- ↑ Давид Мусхелишвили, Исторический статус Абхазии в Грузинской государственности. – Разыскания по истории Абхазии/Грузия, Тбилиси: Издательство «Мецниереба», 1999. — გვ. 133.
- ↑ Ш. Д. Инал-ипа, Вопросы этно-культурной истории абхазов, Сухуми: Издательство „Алашара“, 1976. — გვ. 141.
- ↑ Ш. Д. Инал-ипа, Что рассказывают абхазы о древнейшем населении Абхазии и своем происхождении (материалы с комментариями). – Абхазоведение. Язык. Фольклор. Литература, II выпуск, Сухуми, 2006.
- ↑ Toumanoff, Cyril (1967). Studies in Christian Caucasian History, გვ. 269. Georgetown University Press.