ანუხვის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანუხვის მღვიმე — კარსტული მღვიმე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, გუმიშხის კირქვულ მასივზე, სოფელ ანუხვის მიდამოებში, ზღვის დონიდან 445 მეტრ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაცრცულ შრეებიან კირქვებში. მღვიმე დერეფნული სტილისაა (საშუალო სიგანე და სიმაღლე 0,5-2,5 მ.). აქვს სუბჰორიზონტული ფსკერი, წყლიანი განშტოებები და ცალკეული, საკმაოდ მოზრდილი (15X10 მ) დარბაზული გაფართოებები. მღვიმიდან მოედინება ნაკადული. ჰაერის ტემპერატურა 9,2-დან 10,2°C-მდეა. ფარდობითი ტენიანობა 85-100 %. ზოგან შემორჩენილია სტალაქტიტ-სტალაგმიტები, კასკადური ნაღვენთები, „გურების“ ლანდშაფტები და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]