ანუბისის სახლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანუბისის სახლი
ანუბისისსახლი.jpg
ჟანრი თინეიჯერული დრამა, მისტიკა, სათავგადასავლო, კომედია
ავტორი ჰანს ბოურლონი
გერტ ფერჰიულსტა
რეჟისორი ანჟელო აბელა
ტიმ ჰოუფველი
მონაწილეობენ ნატალია რამოსი
ბრედ კევენაგი
ჯეიდ რემსი
ანა მალვოი ტენი
იუჯინ საიმონი
ალექს სოიერი
კლარიზა კლეიტონი
ალექსანდრა შიფი
ლუისა კონოლი ბარნამი
კომპოზიტორი რობ ქერნსი
ტონი მორალესი
ქვეყანა

აშშ

დიდი ბრიტანეთი
ენა ინგლისური
სეზონი 3
ეპიზოდი 191 (ეპიზოდების სია)
კომპანია
ადგილ(ებ)ი აშშდიდი ბრიტანეთიბელგია
ხანგრძლივობა 10-11 წთ. (1-2 სეზონი)
21-22 წთ. (3 სეზონი)
68-69 წთ (სპეც. ფილმი)
ეთერი
ორიგინალური არხი Nickelodeon
პირველად ეთერში 1 იანვარი, 2011 - დღემდე
ბმულები
ოფიციალური საიტი

ანუბისის სახლი (ინგლ. House of Anubis) — ამერიკული ახალგაზრდული სერიალი, რომელმაც ეკრანებზე გამოსვლისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა. იგი გადაღებულია გერმანიაში გადაღებული, ამავე სახელწოდების მქონე სერიალის ისტორიის მიხედვით. სერიალის პრეზენტაცია მოხდა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე Nickelodeon 2011 წლის 1 იანვარს, იმის გამო, რომ სერიალმა პოპულარობა მიიღო, იმავე წლის აპრილში ტელეკომპანიამ მეორე სეზონიც დაამტკიცა და მოითხოვა, რომ ამ სეზონში ყოფილიყო უფრო მეტი დრამა და მისტიკა. ასეც მოხდა. მისი მეორე სეზონმა არხზე სტარტი 2012 წლის 9 იანვარს აიღო. იგი ბევრად უფრო საინტერესო და დაძაბული იყო, რამაც განაპირობა სერიალის მესამე სეზონის გადაღებაც, რომელიც ამჟამად გადის ნიქელოდეონზე. სერიალში მოვლენები ვითარდება ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პანსიონში, სადაც ყველა მასწავლებელსა თუ მოსწავლეს აქვს რაღაც საიდუმლო.

მესამე სეზონი განსხვავებული იმითაა, რომ მას გამოეთიშა სერიალის მთავარი გმირი ნინა მარტინი. მისი როლის შემსრულებელმა ნატალია რამოსმა სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა და სერიალიდან გასვლა არჩია. ალბათ ამან იმოქმედა სერიალის რეიტინგზეც, რადგან როგორც ცნობილია მესამე სეზონის რეიტინგმა დაიკლო, მიუხედავად იმისა, რომ მასში კიდევ უფრო მეტი მისტიკა და იდუმალებაა.

სერიალის მიმოხილვა[რედაქტირება]

1 სეზონი - 2011[რედაქტირება]

ეს სეზონი დაყრდნობილია ახალგაზრდა გოგონა ჯოი მერსერის (კლარიზა კლეიტონი) გაუჩინარებაზე. პირველივე სერიაში იგი უცნაურ ვითარებაში გაუჩინარდება და მის ადგილს ახალი მოსწავლე ნინა მარტინი (ნატალია რამოსი) იკავებს. ჯოის საუკეთესო მეგობარს პატრისია უილიამსონს (ჯეიდ რემსი) სურს გაარკვიოს, რა დაემართა ჯოის. მას ჰგონია, რომ მეგობრის გაუჩინარებაში ახალი მოსწავლის ხელი ურევია, ამიტომ ნინას ცხოვრებას აუტანელს ხდის, რათა როგორმე სიმართლე გაარკვიოს. გამოძიებისას პატრისია არაერთ საიდუმლოს შეეჩეხება. ის გაარკვევს, რომ ჯოი სკოლის მასწავლებლებს ჰყავთ მოტაცებული.

ამის გარდა ვითარდება სხვა სიუჟეტური ხაზებიც. ნინას მოხუცი ქალი სარა ფრობიშერ-სმაიტი შეხვდება, რომელიც მას მედალიონს აძლევს და ეუბნება, რომ ანუბისის სახლში განძია დამალული და მხოლოდ მას შეუძლია მისი პოვნა და დაცვა. ნინა და სახლის სხვა 4 მოსახლე ფაბიან რატერი (ბრედ კევენაგი), ემბერ მილინგტონი (ანა მალვოი ტენი), პატრისია და ალფი ლუისი (ალექს სოიერი) სეზონის მანძილზე ეძებენ ამ განძს და ფინალში არკვევენ, რომ განძი ტუტანჰამონის სამარხიდან მოპარული უკვდავების თასია. ამ თასს ეძებენ სკოლის მასწავლებლებიც რათა საკუთარი კლანის დანიშნულება აღასრულონ და უკვდავება მოიპოვონ. სერიალში ბევრი სხვა სიუჟეტური ხაზიც ვითარდება.

ჩნდება მთავარი ბოროტმოქმედი რუფუს ზინო, რომელსაც ელექსირის ხელში ჩაგდება სურს. ფინალურ ეპიზოდში ირკვევა, რომ სინამდვილეში რჩეული არა ჯოი, არამედ ნინა ყოფილა. ის ახერხებს თასის აწყობას, თუმცა რუფუს ზინო მაინც მოახერხებს იქიდან ელექსირის დალევას. მას ჰგონია, რომ უკვდავება მოიპოვა და გარბის, თუმცა აღმოჩნდება რომ სინამდვილეში მას ელექსირი არ დაულევია და მოტყუვდა. სეზონი სკოლის მოსწავლეების გამარჯვებით მთავრდება.

2 სეზონი - 2012[რედაქტირება]

მოსწავლეები საზაფხულო არდადეგების შემდეგ სკოლაში ბრუნდებიან, სადაც უკვე ახალი იდუმალების სურნელი ტრიალებს. დაბრუნებიდან მეორე დღეს, ახლად გამომცხვარი რჩეული ნინა შემთხვევით ძველ ეგვიპტელ მოჩვენებას - სენკხარას (ინგლ. Senkhara) გაანთავისუფლებს. მოჩვენება მას მადლობას უხდის ამისთვის, შემდეგ კი მას და სიბუნას დანარჩენ 4 წევრს „ანუბისის ნიშანს“ ადებს (ეს სასიკვდილო ნიშანია) და ეუბნება, რომ თუ ისინი მას „ანუბისის ნიღაბს“ არ მიუტანენ, მაშინ სათითაოდ ამოხოცავს მათ. იწყება ამ ნიღბის ძიება. მის ძიებაში ბავშვები არკვევენ, რომ ანუბისის სახლის ქვემოთ საიდუმლო გვირაბებია დამალული. მათ უწევთ 7 სასიკვდილო დავალების გავლა, რათა საწადელ პრიზამდე მიაღწიონ. დავალება 1 - დამაბრმავებელი სინათლის სხივი, დავალება 2 - ხრამის გადავლა, დავალება 3 - მიწისქვეშა ბერკეტი, დავალება 4 - საწამლავიანი ქსელები, დავალება 5 - ქიმიკატები, დავალება 6 - ჰათორის სიმღერა, დავალება 7 - სენეტის თამაში.

პირველი დავალების შესრულებისას ემბერი ერთი დღე ღამით ბრმავდება (მოგვიანებით ვიქტორიც და პატრისიაც), მეორე დავალების შესრულებისას პატრისია კინაღამ სასიკვდილო ქანქარებს შეეწირება, მესამე დავალების შესრულებისას ალფი მიწისქვეშა გვირაბში ჩაიკეტება, შემდეგ ნინა შედის ბერკეტის გადასაწევად, მეოთხე დავალების შესრულებისას ალფი ორ ქსელს ლურჯს და ყვითელს შეეხება და ძლივს გადარჩება, რათა წითელს - ანუ სასიკვდილოს არ შეეხოს. მეხუთე დავალებას თავად ვიქტორი ამოხსნის და სიბუნას ერთი ნაბიჯით გაასწრებს, მეექვსე დავალების შესრულებისას ვიქტორი და სიბუნას კლუბი ერთი დღით დაყრუვდება, მეშვიდე და საბოლოო დავალების შესრულებისას კი ნინა, ალფი, პატრისია და ემბერი იატაკქვეშეთში ვარდებიან, სანამ თამაში არ დასრულდება. ბოლოს და ბოლოს როცა სიბუნა ნიღაბს იპოვის, სენკხარა რჩეულს ანუ ნინას აიძულებს ის გაიკეთოს, რათა მოჩვენება მასში ჩასახლდეს და საიქიოში ღმერთივით იბატონოს. ის-ისაა სენკხარას სურვილი ასრულდება, რომ მას ახალი მეორე რჩეული ოსარიანი გადაარჩენს. ოსარიანის ისტორია ცალკე თემაა. იგი ახალი მოსწავლე - ედი აღმოჩნდება, რომელიც სეზონის დასაწყისში მივიდა ანუბისის სახლში.

3 სეზონი „გაღვიძება“ - 2013[რედაქტირება]

სერიალის მესამე სეზონი განსხვავებული იმით არის, რომ სერიალს ორი მთავარი გმირი გამოეთიშა: ნინა და ემბერი. სცენარისტებმა ეს იმით ახსნეს, რომ ნინას (პარაგონის - რჩეული 1) და ედის (ოსარიანი - რჩეული 2) ერთად ყოფნა დიდ საფრთხეს გამოიწვევს და ამიტომ ნინა ამერიკაში უნდა დარჩეს, ინგლისში კი ედი დაბრუნდება. მესამე სეზონიც ახალი სემესტრით იწყება. ვიქტორი და მისი „საიდუმლო საზოგაოდება“ ბრუნდება. ისინი რობერტ ფრობიშერ სმაიტის გაღვიძებას აპირებენ, რაც დედამიწაზე ბოროტების გამოღვიძების ტოლფასია. სიბუნას კლუბი ახალი წევრებისგან შედგება: ედი, ფაბიანი, ალფი, პატრისია და კიდევ ერთი ახალი მოსწავლე, რომელიც სერიალს ამ სეზონში შეემატა კეიტი. აღმოჩნდება, რომ იგი რობერტ ფრობიშერ სმაიტის შთამომავალია და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მის გაღვიძებაში. საბოლოო ჯამში რობერტს უწმინდურები აღვიძებენ, რაც დიდ შედეგებს გამოიწვევს. ეგვიპტოლოგი სამყაროს ბოროტი გულით უბრუნდება. ის ემსახურება ძველ ეგვიპტელ ღვთაებას - სულების მჭამელ ამატს. იგი მისთვის ხუთი ცოდვილის სულს აგროვებს - ვიქტორი (სიხარბის ცოდვილი), პატრისია (ეჭვიანობის ცოდვილი), მისტერ სვიტი (შურის ცოდვილი), ფაბიანი (სიამაყის ცოდვილი) და ალფი (მრისხანების ცოდვილი). ამის შემდეგ ამატი ცოცხალთა სამყაროში შემოდის, თუმცა მისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ 5 სული, ამიტომ რობერტს უბრძანებს მას კიდევ უფრო მეტი სული შეუგროვოს.

სპეციალური სერია - ფილმი[რედაქტირება]

„რას სასინჯი ქვა“[რედაქტირება]

„რას სასინჯ ქვაში“ ანუბისის სახლის რეზიდენტები უკვე სკოლას ამთავრებენ. ეს მათი ბოლო სასწავლო წელია და გამოსაშვები საღამოც არ აყოვნებს, თუმცა მათი განწყობა მას მერე შეიცვლება, როცა „ანუბისში“ ახალი - პირველკურსელი მოსწავლეები მიდიან. მუზეუმში ექსკურსიისას კი სიბუნას იდუმალი ქვა - „რას სასინჯი ქვა“ ჩაუვარდება ხელში. სიბუნა სერიალის ისტორიაში ყველაზე დიდ თავგადასავალში ეხვევა, რომელიც არ უკავშირდება მხოლოდ „ანუბისის სახლს“. მათ უნდა გაშიფრონ ის იდუმალი ქვა რომელიც მზის ღვთაება-რას ეკუთვნოდა. ქვის სიძლიერე არაერთ პრობლემას ქმნის და დიდ არეულობას იწვევს. სიბუნა უძლურია ქვის ძალის წინააღმდეგ და მაშინ ირკვევა რომ არსებობს მხოლოდ ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია მსოფლიო ქვის ძალაუფლებისგან იხსნას.

ეპიზოდები[რედაქტირება]

სეზონი ეპიზოდი ორიგინალური თარიღი (ა.შ.შ.)
სეზონის პრემიერა სეზონის ფინალი
1 60 1 იანვარი 2011 (2011-01-01) (Nickelodeon)
2 იანვარი 2011 (2011-01-02) (TeenNick)
19 თებერვალი 2011 (2011-02-19) (Nickelodeon)
8 იანვარი 2012 (2012-01-08) (TeenNick)
2 90 9 იანვარი 2012 (2012-01-09) (Nickelodeon)
15 იანვარი 2012 (2012-01-15) (TeenNick)
9 მარტი 2012 (2012-03-09) (Nickelodeon)
11 მარტი 2012 (2012-03-11) (TeenNick)
3 40 3 იანვარი 2013 (2013-01-03) (Nickelodeon)
18 თებერვალი 2013 (2013-02-18) (TeenNick)
11 აპრილი 2013 (2013-04-11) (TeenNick)
სპეც. ფილმი 14 ივნისი 2013 (2013-06-14) (Nickelodeon UK)
17 ივნისი 2013 (2013-06-17) (TeenNick USA)

მთავარი კასტი[რედაქტირება]

პერსონაჟი მსახიობი ჩანს ეპიზოდებში იმყოფება სეზონებში
ნინა მარტინი ნატალია რამოსი 1-150 1-2
ფაბიან რატერი ბრედ კევენაგი 1-დღემდე 1-დღემდე
პატრისია უილიამსონი ჯეიდ რემსი 1-დღემდე 1-დღემდე
ემბერ მილინგტონი ანა მალვოი ტენი 1-160 1-3
ჯერომ კლარკი იუჯინ საიმონი 1-დღემდე 1-დღემდე
ალფი ლუისი ალექს სოიერი 1-დღემდე 1-დღემდე
მარა ჯეფრი ტეისი ლოურენსი 1-191 1-3
მიკ კემბელი ბობი ლოკვუდი 1-150 1-2
ჯოი მერსერი კლარიზა კლეიტონი 1-დღემდე 1-დღემდე
ედი მილერი/ედისონ სვიტი ბარქელი დაფილდი 75-დღემდე 2-დღემდე
კეიტი რაში ალექსანდრა შიფი 151-დღემდე 3-დღემდე
უილოუ ჯენკსი ლუისა კონოლი ბარნამი 151-დღემდე 3-დღემდე

მეორე ხარისხოვანი მსახიობები[რედაქტირება]

პერსონაჟი მსახიობი ჩანს ეპიზოდებში იმყოფება სეზონებში
ვიქტორ როდენმარი ფრენსის მეჯი 1-191 1-3
ტრუდი რემანი მინა ანვარი 1-დღემდე 1-დღემდე
დაფნი ენდრიუსი ჯულია დიკინი 1-108 1-2
ერიკ სვიტი პოლ ენტონი-ბარბერი 1-დღემდე 1-დღემდე
რუფუს ზინო როჯერ ბარკლი 12-60, 129-150 1-2
სარა ფრობიშერ-სმაიტი რიტა დევისი 3-60 1
ჯეისონ უინკლერი ჯეკ დონელი 15-60 1
სენკხარა სოფია ჰაკე 63-150 2
პოპი კლარკი ფრენსის ენსელი 61-150 2
ვერა დევენიში პოპი მილერი 73-149 2
ჯასპერ ჩოუდარი სარტაჯ გარევალი 67-150 2
პაიპერ უილიამსონი ნიკიტა რემსი 115-123 2
ვიქტორ როდენმარ უფროსი ფრენსის მეჯი 140-146 2
ქეროლაინ დენბი სუსი კეინი 151-190 3
ჰარიეტ დენბი ბრაიონი აფერსონი 162-190 3
რობერტ ფრობიშერ-სმაიტი ჯონ სეკვილი 151-190 3
ბენ რიდი ფრედი ბოათი 177-180 3
ამატი ფელისიტი გილბერტი 189-190 3
დექსტერი ჯეკ დევისი 191 სპეც. ფილმი
სოფია კლაუდია ჯესი 191 სპეც. ფილმი
ერინი კაე ალექსანდერი 191 სპეც. ფილმი
კესი როქსი ფიცჯერალდი 191 სპეც. ფილმი

ჯილდო და ნომინაცია[რედაქტირება]

წელი ჯილდო კატეგორია ნომინანტი შედეგი
2011 Nickelodeon UK Kids' Choice Awards საუკეთესო ბრიტანული შოუ ანუბისის სახლი მოგებული
Nickelodeon Kids' Choice Awards Argentina საუკეთესო საერთაშორისო სერიალი ანუბისის სახლი ნომინირებული
British Academy Children's Awards საუკეთესო დრამა ანუბისის სახლი ნომინირებული
საუკეთესო პროდუქცია Lime Pictures ნომინირებული
2012 Nickelodeon UK Kids' Choice Awards საუკეთესო ბრიტანული შოუ ანუბისის სახლი ნომინირებული
საუკეთესო ბრიტანელი მსახიობი მამაკაცი ბრედ კევენაგი ნომინირებული
საუკეთესო ბრიტანელი მსახიობი ქალი ანა მალვოი ტენი ნომინირებული
Broadcast Awards 2012 საუკეთესო საბავშვო პროგრამა ანუბისის სახლი ნომინირებული
British Academy Children's Awards BAFTA Kid's Vote: ტელევიზია ანუბისის სახლი ნომინირებული
2013 Nickelodeon UK Kids' Choice Awards საუკეთესო ბრიტანული შოუ ანუბისის სახლი მოგებული

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]